კიევში უკრაინის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს

 კიევში უკრაინის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს

კიევში უკრაინის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ინაუკოვიჩთან შეხვედრაზე ვიქტორ იუშჩენკო, ლეონიდ კუჩმა და ლეონიდ კრავჩუკი იმყოფებიან.

ვიქტორ იუშჩენკოს პრესმდივნის, ირინა ვანიკოვას განცხადებით, ეს ნაბიჯი შეიძლება საერთო ეროვნული მრგვალი მაგიდის ორგანიზების პირველ მცდელობად ჩაითვალოს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პრეზიდენტები, ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის წრმომადგენლები და ახალგაზრდები.

როგორც "უკრაინსკაია პრავდა" წერს, ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეხვედრაზე არ მიუწვევიათ. პარტია "უდარის" პრესსამსახურის ინფორმაციით, იანუკოვიჩი კლიჩკოს არ დაკავშირებია. მრგვალი მაგიდის ინიციატორ კრავჩუკისგან კლიჩკომ დიალოგის შეთავაზება მიიღო, თუმცა შეხვედრის კონკრეტული ადგილი და თარიღი მითითებული არ ყოფილა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა