ვიქტორია ნულანდი - უკრაინული ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა პროდუქტიული იყო

ვიქტორია ნულანდი - უკრაინული ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა პროდუქტიული იყო

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში არსებული კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარებას იმედოვნებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდმა კიევში, ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ და ევროკავშირი ასევე იმედოვნებენ, რომ უკრაინაში ეკონომიკური ვითარება სტაბილური იქნება.

ამასთან, ვიქტორია ნულანდმა აღნიშნა, რომ უკრაინული ოპოზიციის ლიდერებთან მისი შეხვედრა პროდუქტიული იყო.

"ჩვენ პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა. ვიმედოვნებ, რომ უკრაინაში სიტუაცია მშვიდობიანი გზით მოგვარდება", - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა კიევში, პროფკავშირების სახლში ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვიქტორია ნულანდი უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან შეხვედრასაც გეგმავს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვიქტორ იანუკოვიჩს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი დღეს შეხვდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა