იანუკოვიჩი პირობას დებს, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა მარტში მოხდება, თუ მხარეები დოკუმენტში შესწორებებს მოასწრებენ

იანუკოვიჩი პირობას დებს, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა მარტში მოხდება, თუ მხარეები დოკუმენტში შესწორებებს მოასწრებენ

უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი პირობას დებს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა მარტში მოხდება, თუ მხარეები იმ დროისთვის დოკუმენტში შესწორებების შეტანას მოასწრებენ, - ამის შესახებ უკრაინის პირველმა პრეზიდენტმა ლეონიდ კრავჩუკმა განაცხადა.

"თუ ევროკავშირის, კერძოდ კი ევროკომისიის მხრიდან შესრულდება დაპირებები, რომ კომისიამ ახლავე დაიწყოს მუშაობა და მოასწროს უკრანის დელეგაციასთან მუშაობის წარმართვა, მაშინ მარტში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოეწერება", - გადასცა ჟურნალისტებს კრავჩუკმა იანუკოვიჩის სიტყვები.

ამასთან, როგორც კრავჩუკმა აღნიშნა, იანუკოვიჩმა პრეზიდენტების შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინის ევროინტეგრაციისკენ მიმავალი კურსი უცვლელია.

ინუკოვჩისა და უკრაინის ყოფილი სამი პრეზიდენტი - იუშჩენკოს, კრავჩუკისა და კუჩმას შეხვედრა დღეს გაიმართა. კრავჩუკმა აღნიშნული განცხადებები სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

უკრაინის ხელისუფლებამ 21 ნოემბერს განაცხადა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მზადების პროცესი შეაჩერა. ვილნიუსის "აღმოსავლეთ პარტნიორიობის" სამიტზე კი უკრაინამ ხელი არ მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ქვეყნის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას ქვეყანაში მასობრივი აქციები მოჰყვა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა