ნინო ძოწენიძემ ყველაზე დიდი ფული ''შინამანაკენას'' დროს იშოვა

ნინო ძოწენიძემ ყველაზე დიდი ფული ''შინამანაკენას'' დროს იშოვა

''როცა პატარა ვიყავი, ჩემი ოჯახი არ იყო იმდენად შეძლებული, რომ ჩემი ყველა სურვილი აესრულებინა, თუმცა დედა და მამა ყოველთვის ცდილობდნენ, ყველაფერი მქონოდა. რაც მაკლდა, იმასთან დაკავშირებით გულისტკივილი მახსოვს, აქედან გამომდინარე, ვცდილობთ, შვილს არაფერი მოვაკლოთ'' , - ამბობს მომღერალი ნინო ძოწენიძე, რომლის პირველი ჰონორარიც 45 დოლარი იყო. ფინანსურ მხარესა და შოუბიზნესში შექმნილ ვითარებაზე ნინოსთან საინტერესოდ ვისაუბრეთ.

- საახალწლოდ თავისუფლების მოედანზე ძალიან კარგი, კოსტიუმირებული პროექტი კეთდება, უკვე დამირეკეს, მაგრამ ჯერ დეტალებში კარგად არ ვარ გარკვეული, ნელ-ნელა ჩავებმები სამუშაო პროცესში. ამდენი წლის განმავლობაში პირველად, შარშან ახალ წელს სახლში ვისხედით, ამ ზარმა კი ნამდვილად გამახარა. შემოქმედებითი თვალსაზრისით ახალია ის, რომ მე, ვერიკო ტურაშვილი, თამთა ჭელიძე და ძვალი ვწერთ სიმღერას ''ბაკურიანში'' , ეს გახლავთ ძველი სიმღერა და ჩვენ შემოგთავაზებთ მის განახლებულ ვარიანტს.

- რაც შეეხება ''ფულის გემოს'' და შოპინგს...

- ძალიან მიყვარს ჩაცმა, მაგრამ არ მივეკუთვნები ქალების კატეგორიას, ვისთვისაც შოპინგი თერაპიაა, ბევრი სხვა რაღაც უფრო ღირებულია ცხოვრებაში, ვიდრე ტანსაცმელი, განწყობას მხოლოდ ჩაცმა ვერ დამიბრუნებს. ჩემთვის ამაზე მეტად სასიამოვნოა სადმე გასართობად წასვლა და ჭამა, გურმანი ვარ და ამაში არ მენანება ფული, განსაკუთრებით ჩინური სამზარეულო მიყვარს და ბოლო კაპიკებსაც მასში დავხარჯავდი.

- ფულის შეგროვება თუ შეგიძლია? ოდესმე ყულაბა გქონია?

- არაფრით არ გამომდის ფულის შეგროვება. თუ მაქვს, ვხარჯავ.

- პირველი ჰონორარის შესახებ რა შეგიძლიათ გვითხრა?

- პირველი ჰონორარი მივიღე 14 წლის ასაკში, მაშინ ქუთაისში ვმღეროდი ჯგუფ ''ტეტრაკორდში'' , გასტროლებზე ბაქოში გავემგზავრეთ, ვმართავდით კონცერტებს, ამაში კი 45 დოლარი გადაგვიხადეს, მართალია, ძალიან გამიხარდა, მაგრამ ისიც მახსოვს, რომ ეს თანხა არ მეყო (იღიმის). ბაქოსთვის მით უმეტეს არ იქნებოდა საკმარისი. ყველაზე დიდი ჰონორარები კი ''შინამანაკენას'' დროს მქონდა, ამ სიმღერის გამოსვლის შემდეგ ვიშოვე ყველაზე მეტი ფული, ის ზაფხული ჩემთვის ყველაზე შემოსავლიანი გახლდათ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება