უკრაინა ხვალიდან ბრიუსელში ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მოსამზადებლად მოლაპარაკებების დაწყებას აპირებს

უკრაინა ხვალიდან ბრიუსელში ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მოსამზადებლად მოლაპარაკებების დაწყებას აპირებს

უკრაინა ხვალიდან ბრიუსელში ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მოსამზადებლად მოლაპარაკებების დაწყებას აპირებს.

უკრაინული სააგენტო "უნიანის" ინფორმაციით, პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფი ბრიუსელში ხვალ გაემგზავრება. ამის შესახებ ვიქტორ იანუკოვიჩმა ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"სავარაუდოდ, ბრიუსელში ჩვენი სამუშაო ჯგუფი, ვიცე-პრემიერ არბუზოვის მეთაურობით გაემგზავრება და ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. ევროპულმა კომისიამ ამ სამუშაოს დაწყება შემოგვთავაზა", -აღნიშნა იანუკოვიჩმა.

პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებების მსვლელობისას უკრაინა ეცდება მიაღწიოს პირობებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკას დააკმაყოფილებს.

მისივე განცხადებით, ამ მოლაპარაკებების დროს საჭირო იქნება სასაქონლო ჯგუფების გაანალიზება. მანვე არ გამორიცხა, რომ შეთანხმების პირობების გაანალიზების შემდეგ, უკრაინა მათი გადახედვის ინიცირებასაც მოახდენს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა