კეტრინ ეშტონი უკრაინაში ჩავიდა

კეტრინ ეშტონი უკრაინაში ჩავიდა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კეტრინ ეშტონი უკრაინაში ჩავიდა. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ "ტვიტერზე" ეშტონის ოფიციალური წარმომადგენელი მაია კოსიანჩიჩი წერს.

მისი თქმით, კეტრინ ეშტონის ვიზიტი ორდღიანია, რომლის განმავლობაში შეეცდება, უკრაინაში ვითარების დარეგულირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართოს.

"ეშტონი ჩავიდა უკრაინაში, სადაც შეხვდება ქვეყნის პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს, ოპოზიციის ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და დააფიქსირებს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტის მხარდაჭერას",-აცხადებს კოსიანჩიჩი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა