კეტრინ ეშტონი - მწუხარებით ვადევნებდი თვალს მაიდანზე ღამით განვითარებულ მოვლენებს

კეტრინ ეშტონი - მწუხარებით ვადევნებდი თვალს მაიდანზე ღამით განვითარებულ მოვლენებს

მწუხარებით ვადევნებდი თვალს მაიდანზე ღამით განვითარებულ მოვლენებს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხში კეტრინ ეშტონმა განაცხადა.

"ჯერ კიდევ კიევში ვარ. საღამოს, მაიდანზე მეც თქვენს შორის ვიყავი და გამაოცა უკრაინელების გამბედაობამ, რომლებიც ქვეყნის ევროპული პერსპექტივის მხარდასაჭერად გამოდიან. ახლა, რამდენიმე საათის შემდეგ, მწუხარებით ვადევნებ თვალს, როგორ იყენებს მილიცია ძალას კიევის ცენტრიდან მშვიდობიანი მოქალაქეების დასაშლელად", - განაცხადა კეტრინ ეშტონმა.

ამასთან, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებას საზოგადოებასთან დიალოგისთვის მილიციის დახმარებით არ უნდა ემოქმედა.

"დიალოგი პოლიტიკურ ძალებთან და საზოგადოებასთან, ასევე არგუმენტების გამოყენება – ეს ყოველთვის ძალის გამოყენებაზე უკეთესია", - ნათქვამია კეტრინ ეშტონის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, კეტრინ ეშტონი კიევში დარჩა, რათა დღეს ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებას შეხვდეს სიტუაციის განსახილველად.

წუხელ ღამით, კიევში შინაგანმა ჯარებმა და "ბერკუტმა" ალყაში მოაქციეს მაიდანი და ბარიკადები დაშალეს.

მომზადებულია newsru.ua-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა