"ახალი ხმიდან" გავარდნილი გოგა მესხი უცხოეთში გასტროლს გეგმავს

"ახალი ხმიდან" გავარდნილი გოგა მესხი უცხოეთში გასტროლს გეგმავს

მომღერალი გოგა მესხი "ახალი ხმის" მონაწილეთა შორის ერთ-ერთი ცნობილი მუსიკოსი იყო, რომელმაც ძალები კონკურსში მოსინჯა. ის "ბრმა კასტინგის" შემდეგ მაია დარსმელიძის ჯგუფში მოხვდა და ძალზე კმაყოფილი იყო მაიასთან მუშაობით. გოგას ფსონი დიდად წარმატებაზე არც ჰქონდა გაკეთებული, უბრალოდ, აინტერესებდა, კონკურსში მონაწილეობით თავი გამოეცადა.

მაგრამ, გოგას მაინც დროზე ადრე მოუხდა შოუს დატოვება.

- "ახალ ხმაში" ყველაფერი მაღალ დონეზეა, ბენდსა და მწვრთნელებზე რომ არაფერი ვთქვა. რაც შეეხება მაიას, ჩემს მწვრთნელს, უმაგრესია! ძალიან დიდი მადლობა მას.

- პროექტი რომ დატოვე, გული არ გწყდება?

- ცოტა არ იყოს, გული კი დამწყდა... მაგრამ რას ვიზამ? კონკურსი კონკურსია, თავის წესები აქვს... რაც შეეხება გამარჯვებას, ამაზე არც ვაკეთებდი ფსონს, რადგანაც ეს საკმაოდ ძნელია...

- რას უსურვებ დარჩენილ კონკურსანტებს და ვის უწინასწარმეტყველებ გამარჯვებას?

- დარჩენილ მონაწილეებს ბევრ მესიჯს ვუსურვებ... გამარჯვება ნებისმიერ გუნდს შეუძლია.

- ახლა რა გეგმები გაქვს?

- ახლა საზღვარგარეთ რამდენიმე გასტროლს ვგეგმავ. კონცერტები მექნება...

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება