პარლამენტში გია ბარამიძესა და სოსო ჯაჭვლიანს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, მათი ლიდერები კი შეფასებებს Facebook-ის საშუალებით ავრცელებენ. გთავაზობთ დავით საყვარელიძის მწვავე კომენტარს მომხდართან დაკავშირებით.
"მეგობრებო, სოსო ჯაჭვლიანის დღევანდელი, რბილად რომ ვთქვათ, მდაბიო პროვოკაცია გია ბარამიძის მიმართ, არ გეგონოთ შემთხვევითი! ეს გახლდათ "ქართული ოცნების" აშკარად პრორუსული ფრთის წინასწარ მიღებული ინსტრუქციით დაგეგმილი სკანდალი, რათა ჯაჭვლიანის მიერ პროვოცირებული ჩხუბით გადაფარულიყო რუსეთისთვის ყველაზე არასასიამოვნო ფაქტი: საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის თავისუფლების მიმართ!
სოსო ჯაჭვლიანის პირადი ღირსების შეურაცხყოფის შემცველი პროვოკაცია მოყვა გია ბარამიძის მიერ გაკეთებულ უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას. ასევე გადაიფარა მილიარდ ექვსასი მილიონით გარღვეული ბიუჯეტის განხილვა საქართველოს პარმალენტში. გარდა ამისა, პროვოკაცია შეიცავდა კუთხური შუღლის გაღვივების პირდაპირ გზავნილებს (გვულისხმობ სვანეთს), რაც ასევე ჩვენი არაკეთილმოსურნე მეზობლის სპეცსამსახურების აპრობირებული პრაქტიკაა.
ბოლოს დავამატებ, რომ ჩემს მეგობარს, გია ბარამიძეს, არასოდეს უთქვამს ის, რასაც ჯაჭვლიანი დღეს ურცხვად აბრალებდა", - წერს დავით საყვარელიძე.
ნახეთ:
- სოსო ჯაჭვლიანის პირველი კომენტარი გია ბარამიძესთან ჩხუბის შემდეგ
- გოკა გაბაშვილის პირველი კომენტარი ჯაჭვლიანთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ
- გოგა ხაჩიძე გია ბარამიძეზე: ხარი ხართან დააბი და ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო
- დავით უსუფაშვილის მკაცრი შეფასება პარლამენტში ჩხუბის შემდეგ
გირჩევთ, იხილოთ: "ნუ ბლატაობ, შე ჩმორო" - ხელჩართული ჩხუბი პარლამენტში (+ვიდეო)