ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ოთხ საქორწინო ცერემონიას გეგმავენ

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ოთხ საქორწინო ცერემონიას გეგმავენ

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჰოლივუდის მსახიობები ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი ოთხ საქორწინო ცერემონიას გეგმავენ.

წყვილი, რომელიც ერთად ექვს შვილს ზრდის, ზეიმს ავსტრალიაში დაიწყებს, სადაც ანჯელინა ამჟამად ახალ ფილმს Unbroken-ს იღებს.

38 წლის მსახიობი სიდნეიში იმყოფება, მაგრამ ცოტა ხანში მსახიობების ოჯახი ქვეყნის ჩრდილოეთში, ულურუში გაემგზავრება. იქ 18 დეკემბერს ბრედ პიტი 50 წლის იუბილის აღნიშნას აპირებს. იქვე ჩატარდება ქორწინების პირველი ცერემონიაც.

"ეს დაგეგმილთაგან პირველი ღონისძიება იქნება. ანჯელინას შეუღლების ცერემონიის გამართვა მზის ამოსვლისას უნდა, როგორც ამას ავსტრალიელი აბორიგენები აკეთებენ",- ამბობს მსახიობების ახლობელი.

ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი 2012 წლის აპრილში დაინიშნენ,  2014 წლის დასაწყისში კი ახალ ორლეანში ან ლოს-ანჯელესში, ახლობლების გარემოცვაში ქორწილია დაგეგმილი. ამის შემდეგ ისინი ბაჰამის კუნძულებზე გაემგზავრებიან. ეს ანჯელინასთვის მნიშვნელოვანი ადგილია, სწორედ ბაჰამის კუნძულებზე მოაბნიეს მსახიობის დედის, 56 წლის მარშელინ ბერტრანის ფერფლი. ჰოლივუდის ვარსკვლავს დედასთან ძალიან თბილი ურთიერთობა ჰქონდა. მარშელინ ბერტრანი სიმსივნით გარდაიცვალა.

ბოლო წვეულებას საფრანგეთში მეგობრებთან და ოჯახთან ერთად ოჯახის მამულ Chateau Miraval-ში გამართავენ. საფრანგეთში ზეიმი შესაძლოა, კანის კინოფესტივალს დაემთხვეს.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება