რომის პაპი წლის ადამიანად დასახელდა

რომის პაპი წლის ადამიანად დასახელდა

გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა "Time"-მა 2013 წლის ადამიანი დაასახელა. ჟურნალის რედაქციის გადაწყვეტილებით, 2013 წლის ადამიანი რომის პაპი ფრანცისკი გახდა.

"წლეულს ძალიან საინტერესო არჩევანი გავაკეთეთ", - განაცხადა ჟურნალის რედაქტორმა ნენსი გიბსმა. მისივე თქმით, მართალია საბოლოო გადაწყვეტილება ჟურნალის სარედაქციო ჯგუფმა მიიღო, მაგრამ გამოკითხვა ჩაატარეს მკითხველებს შორის და საზოგადოებრივი აზრიც გაითვალისწინებს.

მეორე ადგილი აშშ-ის სპეცსამსახურების ყოფილმა თანამშრომელმა ედვარდ სნოუდენმა დაიკავა.  რედაქციის შერჩევით წლის ადამიანი შეიძლება გახდეს პიროვნება ან პიროვნებათა ჯგუფი, რომლებმაც განსაკუთრებული გავლენა იქონიეს სიახლეებსა და საზოგადოების ცხოვრებაზე. იქნებიან ისინი დადებითი თუ უარყოფითი პირები. ეს ადამიანები ასევე არიან სიმბოლო ყველა იმ მნიშვნელოვანი მოვლენის, რაც მიმდინარე წელს მოხდა.

გასულ წელს "Time"-ის რჩეული აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა იყო, 2011 წელს კი წლის ადამიანად "დემონსტრანტი" გახდა. ამერიკული ჟურნალი "წლის ადამიანს" 1927 წლიდან მოყოლებული ასახელებს. პირველი "წლის ადამიანი" ამერიკელი პილოტი ჩარლზ ლინდბერგი გახდა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა