ქეთრინ ეშტონი - იანუკოვიჩმა პირობა მომცა, რომ კრიზისის მოსაგვარებლად ზომებს 24 საათში მიიღებს

ქეთრინ ეშტონი - იანუკოვიჩმა პირობა მომცა, რომ კრიზისის მოსაგვარებლად ზომებს 24 საათში მიიღებს

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ქეთრინ ეშტონი ამტკიცებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა პირობა მისცა, რომ ქვეყანაში შექმინილი კრიზისის მოსაგვარებლად ზომებს 24 საათში მიიღებს, - ამის შესახებ "ინეტრფაქსი" იუწყება.

"რაც მოვისმინე ბატონი პრეზიდენტისგან, 24 საათის განმავლობაში რაღაც გაკეთდება. მან ბევრი ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ სურდა ყოველთვის ეხილა ევროკავშირთან მჭიდრო კავშირები", – აღნიშნა ეშტონმა დღეს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამით ეშტონმა უპასუხა შეკითხვას, აპირებს თუ არა ევროკავშირი უკრაინის ხელისუფლებას სანქციები დაუწესოს იმ შემთხვევაში, თუ "მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არადემოკრატიული ქმედებები იქნება გამოყენებული".

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა