რატომ გადაიპარსა თავი თამარ ჯგუშიამ და როდის ლაპარაკობს მწვრთნელთან მეგრულად

რატომ გადაიპარსა თავი თამარ ჯგუშიამ და როდის ლაპარაკობს მწვრთნელთან მეგრულად

თამარ ჯგუშია "ახალი ხმის" ის კონკურსანტია, რომელიც თავიდან მაია დარსმელიძის გუნდში იყო და შემდეგ ლელა წურწუმიამ მოიტაცა. ახლა ლელა მასზე დიდ იმედს ამყარებს; ისიც ცდილობს, იმედი არ გაუმტყუნოს არც მწვრთნელს და არც გულშემატკივარს, რომლებიც არც ისე ცოტანი არიან... თამარ ჯგუშია "ამბები.გე-"ს გაესაუბრა:

- არანაირი მუსიკალური განათლება არ მაქვს და ჩემთვის "ახალი ხმაც" პირველი, მასშტაბური შოუა, რომელშიც ვმონაწილეობ. ფართო ადუდიტორიის წინაშე პირელად წარვდექი. თავიდან განვიცდიდი ამას, მაგრამ ახლა შევეჩვიე... მოკლედ, გამოუცდელი ვარ...

- კი, მაგრამ ასე კარგად სიმღერა სად ისწავლე?

- საერთოდ, ძალიან მიყვარს მუსიკა...

- მოკლედ, თვითნაწავლი მუსიკოსი ხარ?

- კი და ალბათ, ცოტა ნიჭიც ხელს მიწყობს.…

- ვიცი, რომ ზუგდიდში დაიბადე...

- დიახ, ზუგდიდში დავიბადე და 3 წლისას მშობლებთან ერთად, პეტერბურგში გადასვალა მომიწია. სკოლა იქ დავამთავრე და აბიტურიენტობის პერიოდში აქ ჩამოვედი. პეტერბურგში ცხადია, რუსულად ვსწავლობდი, საქართველოში კი შემდეგ 2 წელი ვემზადებოდი, გამოცდები ქართულად რომ ჩამებარებინა. ახლა მშობლიურ ენაზე ვსწავლობ.

- სად?

- ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობ.

- შენ ლელა წურწუმია მაია დარსმელიძის გუნდიდან მოგიტაც... რას იტყვი ამაზე?

- ზოგადად კონკურსანტები ყველაფრისთვის მზად ვიყავით. არ ვიცოდით, შემდეგ ტურში ვინ გადავიდოდით. ეს ამბავი რომ მოხდა, ერთმანეთს მე და გუგა მაჭარაშვილი ვეჯიბრებოდით. გუგა ნიჭიერი ბიჭია. დღემდე კარგი ურთიერთობა გვაქვს, ამას ჩვენს მეგობრობზე არ უმოქმედია. მგონია, რომ ჩემთვის კარგი რამ მოხდა, ლელამ რომ მომიტაცა. მწვრთნელებს შორის ორივეს (ლელა, მაია) პატივს ვცემ და არ მწყინს, რომ ასეთი რამ გააკეთა. მე და გუგა პირიქით, ერთმანეთს მაიას გუნდში ხელს შევუშლიდით.

- ჰო, მეგრელმა მომღერალმა მეგრელი კონკურსანტი მოგიტაცა... მეგრულად არ ლაპარაკობთ ხოლმე?

- კი, ზოგჯერ ვლაპარაკობთ (სიცილით ამბობს)...…

- რას გვეტყვი შენს მწვრთნელზე?

- ლელა ძალიან მზრუნველი ადამიანია. ჩვენს ყოველ დეტალს ყურადღებას აქცევს... მე თავზე თმა არ მაქვს და ვარცხნილობის გაკეთება არ მჭირდება (სიცილით ამბობს), მაგრამ ლელა ზოგადად, ყველაფერს განსაზღვრავს... მომწონს მასთან მუშაობა, დედასავით არის. რასაც აკეთებს, ყველაფერის ხარისხიანი გაკეთება უყვარს.

- ისე თმა მართლა მოკლედ გაქვს შეჭრილი. რატომ?

- ცუდი ხარისხის თმა მქონდა, მირჩიეს გადამეპარსა... მერე მივხვდი, რომ ასე კომფორტულია...

- ამბობენ, რომ ლელა შენზე დიდ იმედს ამყარებს. რას იტყვი, გაუმართლებ იმედებს?

- ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ იმედი გავუმართლო. ლელა სულ გვეუბნება, როგორც იმღერებთ, მორიგ ტურშიც ისე გადაგიყვანთ, სანამ ეს საკითხი ჩემი გადასაწყვეტიაო.

- ბოლო ტურზე მაყურებლის სიმპათია გახდი...

- კი, ისე, მოხდა, რომ ესემესებით შემდეგ ტურში გადავედი (64,8 %-ით) და მაყურებლის სიმპათია გავხდი.

- რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში, რაც ამ პროექტში ჩაერთე?

- საერთოდ, აქტიური ცხოვრება არ მიყვარს. უპირატესაობას შინ, მეგობრების გარემოცვაში ყოფნას ვანიჭებ... ზოგადად ჩემი ცხოვრება ასეა განსაზღვრული - უნივერსიტეტი-სახლი. ამ პროექტის შემდეგ კი ბევრი რამ შეიცვალა, ხალხმა მასობრივად გამიცნო... თან, ჩემი თმის ვარცხნილობის გამო, სპეციფიკური ტიპაჟი ვარ, ზოგადად თავგადაპარსული გოგო გარშემო ბევრი არ არის და სხვაში არ შევეშლები... ისე, ბოლო ტურის წინ ბრონქიტი "ავიკედე" და ჩემს ხმაზე ვნერვიულობდი... მოკლედ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება