მადონა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მომღერლების მორიგ რეიტინგს ლიდერობს

მადონა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მომღერლების მორიგ რეიტინგს ლიდერობს

ამერიკელი მომღერალი მადონა ჟურნალ Forbes-ის მიერ შედგენილ მუსიკალური ბიზნესის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალების ყოველწლიურ რეიტინგს ლიდერობს. 

მან 2012 წლის ივნისიდან 2013 წლის ივნისამდე 125 მლნ დოლარი გამოიმუშავა. მომღერლის შემოსავლის მთავარი წყარო მისი მსოფლიო ტური MDNA გახდა. ფულის გამომუშავებაში მადონას ტანსაცმლის ხაზი Material Girl და სუნამოს გამოშვება დაეხმარა. შარშანდელ რეიტინგში მადონა მხოლოდ მეცხრე ადგილზე იყო.

წელს აგვისტოში მადონა Forbes-ის 2013 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი ადამიანების რეიტინგის სათავეში მოექცა. ნოემბერში კი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსების რეიტინგს ლიდერობდა.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მომღერლების რეიტინგში მეორე ადგილზე გამომუშავებული 80 მლნ დოლარით Lady Gaga გავიდა, რომელიც ზედიზედ მესამე წელია რეიტინგის სამეულში ხვდება. შემოსავლის ძირითად წყაროდ მომღერლისთვის საგასტროლო ტური Born This Way Ball დასახელდა.

ნოემბრის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსების რეიტინგში Lady Gaga-მ ასევე მეორე ადგილი დაიკავა.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერლების რეიტინგში მესამე ადგილზე პოპულარული ქანთრი-შემსრულებელი ტაილორ სვიფტია, მისი შემოსავალი 55 მლნ დოლარს შეადგენს.

მუსიკალურ ბიზნესში Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალების რეიტინგი ასე გამოიყურება:

1. მადონა - 125 მლნ დოლარი

2. Lady Gaga – 80 მლნ

3. ტეილორ სვიფტი - 55 მლნ

4. ბიონსე - 53 მლნ

5. ჯენიფერ ლოპესი - 45 მლნ

6. რიანა - 43 მლნ

7. კერი პერი - 39 მლნ

8. Pink – 32 მლნ

9. კერი ანდერვუდი - 31 მლნ

10. მერაია კერი, ნიკი მინაჟი - 29 მლნ

მომზადებულია Forbes-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება