სამარხვო საცივი თამრიკო ჭოხონელიძისგან

სამარხვო საცივი თამრიკო ჭოხონელიძისგან

30 წელია ხორცი არ უჭამია, 7 წლის განმავლობაში თევზიც კი ამოიღო რაციონიდან, მაგრამ ვეგეტარიანელობა დიასახლისობაში ხელს არ უშლის. ოჯახის წევრებისთვის ხორციან კერძებსაც ამზადებს. რამდენიმე ეფექტური დიეტა, გემრიელი კერძის რეცეპტი და სასარგებლო რჩევები მოგვცა მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ.

- გურმანი ვარ, ოღონდ პრეტენზიული გურმანი, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე 30 წელია, ვეგეტარიანელი ვარ. პირდაპირ გეტყვი, არანაირად არ განვიცდი ხორცის ნაკლებობას. ტიპური ფსიქოლოგიური შემთხვევაა, ერთ დღეს გავიაზრე, რას ვჭამდი. ამ ყველაფერს წერტილი დაესვა სპიტაკის მიწისძვრის შემდეგ. ერთ წამში წარმოვიდგინე ის, რაც მერე საინფორმაციოებმა გადმოსცეს. მიწისძვრის დროს საშინელი სუნი მეცა, ვთქვი კიდეც სახლში. როგორც ჩანს, იმ ხორცის, რომელიც მერე ძალიან ცუდად ჩანდა ტელევიზორში.

- ჰო, მაგრამ ჩვენ ხომ ადამიანის ხორცს არ ვჭამთ?!

- რა მნიშვნელობა აქვს, ნებისმიერი ხორცი ჩემთვის არაცოცხალია, ლეშია. 7 წლის განმავლობაში ხორცთან ერთად თევზიც ავიკრძალე. მაშინ მამაომ დამტუქსა, ნუ თვითნებობო. მაშინ დავიწყე თევზის ჭამა, ოღონდ ნაჭრებად დაჭრილ თევზს ვერ ვჭამდი, ხორცს მაგონებდა, მეგობრები დამცინოდნენ, კუდი და თავი თუ არ უჩანდა, ისეთ თევზს არ ვჭამდი.

- ვეგეტარიანელობა კერძების მომზადებაში ხელს არ გიშლით?

- არა. ჩემ გარდა ოჯახში არავინ არ არის ვეგეტარიანელი. ჩვეულებრივად ვაკეთებ ხორციან კერძებს, არ ვსინჯავ და თქვენ წარმოიდგინეთ, ყოველთვის ზომიერად აქვს მარილიც და სიმწარეც. თვალი და ხელი მაქვს უკვე მიჩვეული.

- ზღვის პროდუქტებისგანაც ამზადებთ კერძებს?

- კი, ვგიჟდები, ისე მიყვარს მოლუსკები, კიბორჩხალა. ახლა გასწავლით, როგორ უნდა მოამზადოთ ზღვის პროდუქტები ლავაშში. აიღებთ მოლუსკებს, რვაფეხებს და მოხარშავთ. გადაწურავთ, დაასხამთ ზეთს, დააყრით წვრილად დაჭრილ ხახვს, დაჭყლეტილ ნიორს და ერთად მოშუშავთ. მერე დაასხამთ ერთ მთლიან პაკეტ მაიონეზს და წამოადუღებთ. დააყრით მარილს და შავ პილპილს. ცალკე ქაბაბის ლავაშზე დააფენთ 3-4 ფოთოლ სალათის ფურცელს, შუაში დადებთ გრძლად და თხლად დაჭრილ ცოცხალი და მჟავე კიტრის ნაჭრებს - თითო-თითოს, დავუმატებთ ჩვენ მიერ მომზადებულ ზღვის პროდუქტების მასას, გადავახვევთ და მალევე, ძალიან მაღალ ცეცხლზე შევწვავთ უზეთოდ ორივე მხრიდან.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება