გაერო უპილოტო საფრენი აპარატების არმიას ქმნის

გაერო უპილოტო საფრენი აპარატების არმიას ქმნის

სამხედრო მიზნებით უპილოტო საფრენ აპარატებს ადამიანი უკვე დიდი ხანია იყენებს. სადაზვერვო ოპერაციებთან ერთად, მათ ჰაერიდან მოწინააღმდეგის გასანადგურებლად მოიხმარენ. რამდენიმე დღის წინ საკუთარი მიზნებისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება გაერომაც გადაწყვიტა. 2014 წლის გაზაფხულისთვის ორგანიზაციის სამშვიდობო ძალების განკარგულებაში უკვე რამდენიმე ათეული უპილოტო იქნება.

სადაზვერვო მიზნებისთვის განკუთვნილი საფრენი აპარატების გამოყენება ამ ეტაპზე მხოლოდ კონგოს საჰაერო სივრცის ფარგლებში მოხდება. მათი საშუალებით სამშვიდობო ძალები შეიარაღებული დაჯგუფებების გადაადგილებას გააკონტროლებენ.

სამშვიდობო ოპერაციების ჩატარების სფეროში გაეროს გენერალური მდივნის ერვე ლადსუს განმარტებით, მსგავსი ტექნიკის გამოყენება რეგიონში სამშვიდობო ძალების ეფექტურობას ერთი-ორად გაზრდის და ძალების კოორდინაციასაც შეუწყობს ხელს.

ამჟამად უპილოტოები მხოლოდ კონგოში მოქმედებენ. თუმცა თანდათანობით მათი მოქმედების არეალი გაფართოვდება. პერსპექტივაში გაეროს სამშვიდობო ძალების სარდლობა მოცემული ტიპის საავიაციო ტექნიკის გამოყენებას მსოფლიოს ყველა ცხელ წერტილში აპირებს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ dailytechinfo.org-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა