ანტონიო ბანდერასი რომის პაპი გახდება

ანტონიო ბანდერასი რომის პაპი გახდება

მსახიობმა ანტონიო ბანდერასმა, შესაძლოა, რომის პაპი ფრანცისკი განასახიეროს. სწორედ ის მიაჩნია იტალიელ პროდუსერ პეტრო ვალსეჩის კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელის როლის პრეტენდენტად. ამის შესახებ პროდუსერმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა.

პეტრო ვალსეჩის ახალი პროექტი რომის პაპ ფრანცისკის ცხოვრებაზე სატელევიზიო ფილმია. სურათს სავადაუდოდ, ინგლისურ ენაზე გადაიღებენ. ფართო აუდიტორია რომ მოიცვას, მას სტუდია Taodue Film აწარმოებს. პროდუსერს ანტონიო ბანდერასის მთავარ როლში გადაღება იმიტომ უნდა, რომ იგი ესპანეთიდანაა და ესპანული მისი მშობლიური ენაა. ჯერჯერობით, არც ბანდერასს და არც მის წარმომადგენლებს ვალსეჩის განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ფრანცისკი კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელი წელს, მარტში გახდა. მისი არჩევის შემდეგ, ეკლესიის პოპულარობა საგრძნობლად გაიზარდა.

მომზადებულია kinodom.org-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება