ლედი გაგამ ლონდონში კონცერტზე გონება დაკარგა

ლედი გაგამ ლონდონში კონცერტზე გონება დაკარგა

ეპატაჟურმა მომღერალმა ლედი გაგამ ლონდონში კონცერტზე გამოსვლისას თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, იგი გარკვეული დროის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იყო, ამიტომ სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. "ექიმების მოსვლის შემდეგ, მას ჟანგბადის ნიღაბი გაუკეთეს და მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა",- ამბობენ მომღერლის ახლობლები.

ამაჟამად, მომღერალი თავს კარგად გრძნობს. სავარაუდოდ, გონების დაკარგვა გადაღლილობამ გამოიწვია. ლედი გაგას დაძაბული საგასტროლო გრაფიკი აქვს. გარდა ამისა, ახლახან მომღერალმა მუსიკალური ალბომი ARTPOP გამოუშვა, რომელზეც იგი ასევე გულმოდგინედ მუშაობდა.

მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება