ელიზაბეტა გრეგორაჩი - მოდელი რომელმაც კაცების გულები დაიპყრო

ელიზაბეტა გრეგორაჩი - მოდელი რომელმაც  კაცების გულები დაიპყრო

33 წლის იტალიელი მოდელი ელიზაბეტა გრეგორაჩი მამაკაცებს უზადო ტანითა და ლამაზი ნაკვთებით ატყვევებს.

ყოველთვის სიამოვნებით თანხმდება თამამ ფოტოსესიებს და გულშემატკივრებს სკანდალური ინტერვიუებით ანებივრებს. პროფესიით მოცეკვავემ, მომავალი პოდიუმს დაუკავშირა - მის გამო ჩეხი სუპერმოდელი ევა ჰერციგოვა ქალის თეთრულის ბრენდს Wonderbra-ს დაემშვიდობა.

2008 წელს იტალიელ ბიზნესმენზე, ფლავიო ბრიატორეზე გათხოვდა. ფლავიო ქორწინებამდე სუპერმოდელებს - ჰეიდი კლუმსა და ნაომი კემპბელს ხვდებოდა. ჰეიდის მისგან ქალიშვილიც კი შეეძინა. როგორც ყვითელ პრესაში წერდნენ, სუპერმოდელებს ფლავიოს გამო ერთმანეთთან ცუდი ურთიერთობა აქვთ. ამასთან, კლუმი ფლავიოს ქალიშვილთან ურთიერობის უფლებას არ აძლევს. ელიზაბეტამ ფლავიოსგან 2010 წელს ვაჟი გააჩინა და როგორც ინტერვიუებში ამბობს, ბედნიერია, რომ წარმატებულია როგორც ოჯახში, ასევე სამსახურში.

მას სამოდელო ბიზნესისთვის აუცილებელი იდეალური პროპორციები აქვს: ელიზაბეტას სიმაღლე 176 სანტიმეტრია, ხოლო გარშემოწერილობა - 86-62-89.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია askmen.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება