რეზო ჩხეიძეს რაინდის წოდება მიენიჭა

რეზო ჩხეიძეს რაინდის წოდება მიენიჭა

რეჟისორ რეზო ჩხეიძეს საქართველოს სამეფოს გვირგვინის ორდენის დიდი ჯვრის რაინდობა მიენიჭა. ამის შესახებ "ფეისბუქზე" საქართველოს სამეფო სახლის ოფიციალური გვერდი იტყობინება.

"2013 წლის 8 დეკემბერს, ტელეკომპანია "საქართველოს ტელევიზიის" დარბაზში აღინიშნა ცნობილი ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის, სასიქადულო მამულიშვილის რეზო ჩხეიძის იუბილე.

იუბილეს ესწრებოდნენ ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწენი, კინორეჟისორნი, მწერალნი, ხელოვნებათმცოდნენი, ჩოხოსანნი და სხვა.

ბატონი რეზო ჩხეიძის უზარმაზარი ღვაწლი ქართული ფილმისა და ზოგადად ხელოვნების წინაშე, დიდი პატივისცემით აღნიშნა საქართველოს სამეფო სახლის მეთაურმა ბატონიშვილმა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკიმ, რომელიც თავის მეუღლესთან ერთად ესწრებოდა ამ ღირსშესანიშნავ ღონისძიებას.

ბატონიშვილმა ნუგზარმა ბატონ რეზო ჩხეიძეს, ქართველი ერის წინაშე დიდი დამსახურებისათვის, მიანიჭა საქართველოს სამეფოს გვირგვინის ორდენის დიდი ჯვრის რაინდობა, ამით გამოხატა, როგორც საქართველოს სამეფო ოჯახის, ისე მთელი ქართველი ერის მადლიერება მის მიმართ", - აღნიშნულია სამეფო სახლის "ფეისბუქ-გვერდზე".

იხილეთ ასევე: ნონა გაფრინდაშვილს სამეფო გვირგვინის ორდენის მანდილოსნობა მიენიჭა (+ფოტო)

საქართველოს სამეფო ოჯახმა ლევან ვასაძეს რაინდის წოდება მიანიჭა (+ფოტორეპორტაჟი)

საქართველოს სამეფო კარმა რუს სასულიერო პირს რაინდის წოდება მიანიჭა (+ფოტო)

საქართველოს სამეფო ოჯახი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

რას უკავშირდება რაინდული ინსტიტუტის დაარსება - სამეფო სახლის ოფიციალური განმარტება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს