ვიქტორ იანუკოვიჩი - ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ეროვნული ინტერესების დარღვევით მომზადდა

ვიქტორ იანუკოვიჩი - ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ეროვნული ინტერესების დარღვევით მომზადდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ეროვნული ინტერესების დარღვევით მომზადდა და მასზე პასუხისმგებელი პირები სამუშაოს ჩამოსცილდებიან ან თანამდებობებს დატოვებენ. ამის შესახებ უკრაინული სააგენტო Unian. net იუწყება.

"მინდა განვაცხადო, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მზადების შედეგი არა მხოლოდ ცუდია, არამედ ის ეროვნული ინტერესების დარღვევით შესრულდა. პირები, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულების მომზადებით იყვნენ დაკავებული, შესაძლოა სამსახურიდან იქნან დათხოვნილი. ეს ჩემი პრინციპული პოზიციაა", - აღნიშნა ვიქტორ იანუკოვიჩმა "მრგვალი მაგიდის" შეხვედრაზე.

მისივე თქმით, უკრაინას უარი არ უთქვამს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე და არც ევროპულ ინტეგრაციაზე აცხადებს უარს.

"ჩვენ მივდიოდით და კვლავაც გავაგრძელებთ სვლას რეფორმებისა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე", - დასძინა იანუკოვიჩმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა