ხვალ ლიკა ყაზბეგის ჩვენება გაიმართება

ხვალ ლიკა ყაზბეგის ჩვენება გაიმართება

ხვალ ლიკა ყაზბეგის მიერ ორგანიზებული ჩვენება გაიმართება. წარმოდგენილი იქნება: "წარმატებული ქალი პოდიუმზე" "დედოფლები", "მამაკაცები პოდიუმზე" "Kids fashion week".

"წარმატებული ქალი პოდიუმზე" უკვე 6 წელია იმართება, მონაწილეები წარმოადგენენ საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს, ბიზნეს-ლედებს, მწერლებს, საჯარო მოხელეებს, მეცნიერებს, აკადემიკოსებს, პარლამენტის წევრებს და ა.შ. პროექტში მონაწილეობის უფლება და უპირატესობა ენიჭებათ ქალბატონებს, რომელთა ასაკიც აღემატება 30 წელს. ისინი საკუთარ პერსონას წარმოადგენენ სხვა კუთხით, მათთვის უჩვეულო, მოდელის იმიჯით.

რაც შეეხება "დედოფლებს" ის მესამე თაობის პატარძლებით წარსდგება მაყურებლის წინაშე. მათ ჩაცმულობაზე იზრუნა, საქორწილო კაბაბის დიზაინერმა-თეო ოთარაშვილმა. პროექტში მონაწილეობა აქვს მიღებული 60 -მდე ცნობილ სახეს. დეფილეს კულმინაცია კი ნეფე-პატარძალია.

"მამაკაცები პოდიუმზე", ის ის პროექტია, რომელიც საზოგადოება 5 წლის განმავლობაში ელოდა. ისინი შემოქმედი ადამიანები არიან - მსახიობები, რეჟისორები, მხატვრები, პოეტები, მოქანდაკეები, ჟურნალისტები.

"Kids fashion week" - ლიკა ყაზბეგს იდეა სამი წლის წინ დაებადა. პატარა მოდელებს ჩვენების გახსნის პატივი აქვთ.

ღონისძიების წამყვანები იქნებიან თათა ჯაში და გიგა ბატკუაშვილი.

ჩვენების დასაწყისი  20:00 სთ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება