თავდამსხმელმა 2 მოსწავლე დაჭრა და თავი მოიკლა

თავდამსხმელმა 2 მოსწავლე დაჭრა და თავი მოიკლა

ორი მოსწავლე დაიჭრა აშშ-ში, კოლორადოს შტატის ქალაქ სენტენიალის საშუალო სკოლაში სროლის შედეგად. ამის შესახებ "ევრონიუსი" იუწყება.

ადგილობრივი შერიფის განცხადებით, თავდამსხმელი ამავე სკოლის მოსწავლე იყო, რომელიც მოგვიანებით პოლიციამ სკოლის შენობაში გარდაცვლილი აღმოაჩინა. პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

ამასთან, დაჭრილი მოსწავლეები საავადმყოფოში არიან მოთავსებული, ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 14 დეკემბერს, 20 წლის ადამ ლანცამ ნიუთაუნის სკოლაში ატეხილი სროლის შედეგად 26 ადამიანი მოკლა, რომელთა შორის 20 ბავშვი იყო.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა