დავით კომახიძე გავლენიანი ფრანგული მოდის სახლის კრეატიული დირექტორი გახდა

დავით კომახიძე გავლენიანი ფრანგული მოდის სახლის კრეატიული დირექტორი გახდა

ლონდონში მოღვაწე ქართველი დიზაინერი დევიდ კომა, იგივე დავით კომახიძე ფრანგული მოდის სახლის Thierry Mugler-ის კრეატიული დირექტორი გახდა.

დიზაინერი ქალის ტანისამოსის ხაზს უხელმძღვანელებს, რომელსაც რამდენიმე ქვეყანაში 55-ზე მეტი მაღაზია აქვს. ამ პოსტზე მუშაობას ოფიციალურად 2 იანვარს დაიწყებს და ბრენდის პირველ კოლექციას მოდის მიმდევრებს ივნისში შესთავაზებს. რაც შეეხება ოფიციალურ ჩვენებას, Thierry Mugler-ში კომას მიერ შექმნილ პირველ კოლექციას ბაიერები და კრიტიკოსები 2014 წლის სექტემბერში პარიზის მოდის კვირეულზე შეაფასებენ.

დავით კომახიძე თბილისში დაიბადა. სახვით ხელოვნებას სანკტ-პეტერბურგში სწავლობდა და პირველი კოლექცია 15 წლის ასაკში შექმნა. თუმცა მის კარიერაში გარდამტეხი ეპიზოდი ლონდონის მოდის კვირეულს უკავშირდება. მისი კოლექციით აღფრთოვანდნენ ცნობილი ბაიერები და მოდის კრიტიკოსები - არც ფინანსურმა წარმატებამ დააყოვნა და დიზაინერს ბევრი სპონსორი გამოუჩნდა. მისი რუსი მეუღლე საშაც დიზაინერია, რომელიც დევიდ კომას ბრენდს კურირებს.

დევიდ კომას სამოსს ატარებენ ევა ლონგორია, ხლოე კარდაშიანი, ნატალია ვოდიანოვა, ჯენიფერ ლოპესი, ნაომი კემპბელი, ქეთი მელუა, ბიონსე, ლედი გაგა, რიანა, მეგან ფოქსი, კაილი მინოუგი, მაილი საირუსი, მარია შარაპოვა, ტეილორ სვიფტი, სელენა გომესი და ჯენიფერ ლოურენსი.

მომზადებულია telegraph.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება