აშშ-ის სენატში უკრაინის ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესების შესახებ რეზოლუცია შევიდა

აშშ-ის სენატში უკრაინის ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესების შესახებ რეზოლუცია შევიდა

აშშ-ის სენატში განსახილველად შევიდა რეზოლუცია, რომელშიც სენატორები ითხოვენ, რომ ბარაქ ობამას ადმინისტრაციამ და კონგრესმა უკრაინის ხელისუფლებას სანქციები დაუწესოს, თუ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას მომავალშიც მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.

"დღეს უკრაინელები პროტესტს გამოთქვამენ ქუჩებში, რადგან იციან, რომ ისინი საკუთარმა მთავრობამ რუსეთისგან მოკლევადიანი ფულადი მოგებისთვის გაყიდა", - ნათქვამია რეზოლუციაში.

ამასთან, რეზოლუციის ტექსტში სენატი მოუწოდებს აშშ-ის ხელისუფლებას, რომ ყველა იმ პირს, ვინც პასუხისმგებელია უკრაინაში განხორციელებულ ძალადობაზე, დაუწესდეს სავიზო შეზღუდვები და გაეყინოთ ანგარიშები.

"რეზოლუციაში ცხადად არის დაფიქსირებული, რომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან შემდგომი ძალადობა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზეც აისახება", - განაცხადეს სენატორებმა.

ამასთან, "როიტერის" ინფორმაციით, ამერიკელი სენატორები - რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინი და დემოკრატი კრის მერფი კვირას კიევს ეწვევიან.

"სენატორი მერფი სენატორ მაკკეინთან ერთად უკრაინის ხელისუფლებას, ოპოზიციის ლიდერებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან", - განაცხადა კრის მერფის პრეს-მდივანმა ბენ მარტერმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა