როდის წერდა ცალმხრივად შეყვარებული ქეთევან კანტიძე ლექსებს

	 როდის წერდა ცალმხრივად შეყვარებული ქეთევან კანტიძე ლექსებს

"ბავშვობაში წიგნებს ჩემი და მარინა მირჩევდა. ორი დედმამიშვილი ვართ, ჩემი და ჩემზე სამი წლით უფროსია, პროფესიით ინჟინერ-მეტალურგია. ზაფხულში, სოფელში რომ ვისვენებდით, წიგნები იქაური ბიბლიოთეკიდან გამოჰქონდა. ღამით ბებია შუქს რომ აქრობდა, მარინა ასანთს ანთებდა და მის შუქზე კითხულობდა. მახსოვს, კითხვა მისი მითითებით "ტომ სოიერის თავგადასავლით" დავიწყე და გავაგრძელე "სამი მუშკეტერით", - გვითხრა მსახიობმა ქეთევან კანტიძემ, რომელთანაც საუბარი მისი პირადი ბიბლიოთეკის მიმოხილვით დავიწყეთ...

- უწინ შინ ძალიან კარგი ბიბლიოთეკა გვქონდა. შემდეგ სახლი გამოვიცვალეთ და წიგნების ნაწილი რაიონში წავიღეთ, მეორე ნაწილი კი მე ჩემთვის გადავაწყვე. ეს ის წიგნებია, რომლებსაც ძალიან ხშირად ვკითხულობ. ჩემი საყვარელი ავტორია ერნესტ ჰემინგუეი, მის მოთხრობებს ხშირად ვკითხულობ. განსაკუთრებით მიყვარს ჰემინგუეის რომანი "ფიესტა", რომელიც ექვსჯერ მაინც მექნება წაკითხული. ასევე ძალიან მიყვარს გურამ რჩეულიშვილი და მისი მოთხრობები. ჩემს ბიბლიოთეკაში გამორჩეული წიგნია "ამერიკული ნოველა", რომელშიც რამდენიმე ავტორის ნოველაა თავმოყრილი.

- თითქმის ყველა მსახიობისთვის გამორჩეული ავტორი შექსპირია. თქვენთვისაც ასეა?

- შექსპირის სონეტები ძალიან მიყვარს, მაგრამ ვერ ვიტრაბახებ, რომ მის პიესებს ხშირად ვკითხულობ. პიესის კითხვას მისი თეატრში ნახვა მირჩევნია.

- მსოფლიო ლიტერატურიდან დადებითად განწყობილი რომელი პერსონაჟების მიმართ ხართ?

- ბავშვობაში დ"არტანიანი და არამისი ჩემი უსაყვარლესი პერსონაჟები იყვნენ. გურამ რჩეულიშვილის მოთხრობა "უსახელო უფლისციხელის" გმირზე ვგიჟდებოდი. ასევე ძალიან მიყვარს ვაჟა-ფშაველას პერსონაჟები. ვგიჟდებოდი კაი ყმაზე და მინდოდა, ცხოვრებაში სწორედ ასეთი თვისების მამაკაცი შემხვედროდა. რაც შეეხება ქალებს, "ფიესტაში" არის პერსონაჟი, ბრეტ ეშლი. ძალიან მინდოდა, მას დავმსგავსებოდი. ცოტა ბოჰემური ქალი იყო, რომელსაც უყვარდა დალევა. მე დღემდე მიყვარს დალევა და მარტო ამით ვგავარ ამ პერსონაჟს (იღიმის). ჰაეროვანი ქალი იყო, ბერეტს ატარებდა, მე ბერეტი არ მიხდებოდა; ფიზიკურად თხელი გახლდათ, მე სრული ვარ, მაგრამ შინაგანად ჩემში ისეთივე ჰაეროვნება "დაფრინავს", როგორიც ბრეტს ჰქონდა.

- როგორი მახსოვრობა გაქვთ?

- კარგი. ჯერ ერთი, ბევრჯერ ვკითხულობ იმას, რაც გამორჩეულად მიყვარს და ალბათ, აქედან გამომდინარე კარგადაც მამახსოვრდება. მახსოვს ფრაზები როგორც წიგნებიდან, ისე ფილმებიდან.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება