ნიკა გრიგოლია ყოფილი მეუღლის ცხოვრებასა და ბუნიათიშვილის მკერდზე

ნიკა გრიგოლია ყოფილი მეუღლის ცხოვრებასა და ბუნიათიშვილის მკერდზე

რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ იუ­მო­რის­ტი ნი­კა გრი­გო­ლია ისევ "რუს­თა­ვი 2"-ზე, კერ­ძოდ, სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუ "ნი­ჭი­ერ­ში" დაბ­რუნ­და. მის გა­მო­ჩე­ნას ეკ­რან­ზე დი­დი ხმა­უ­რი მოჰ­ყვა, გრი­გო­ლი­ას ჩაც­მუ­ლო­ბამ ხალ­ხი აა­ლა­პა­რა­კა.

- ელას­ტი­კე­ბი კი არა, უა­რე­სი რა­ღა­ცე­ბი მცმია "ფა­რულ კა­მე­რა­შიც" და "კო­მე­დი შო­უ­შიც". ეს იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რეკ­ვი­ზი­ტი, რო­მე­ლიც "ნი­ჭი­ე­რის" კონ­კურ­სან­ტებს ეც­ვათ ერ­თ-ერ­თი ნომ­რის შეს­რუ­ლე­ბი­სას. მო­მა­ვალ შო­უ­შიც გა­მორ­ჩე­უ­ლი ვიქ­ნე­ბი. ეს ჩაც­მუ­ლო­ბა ხუმ­რო­ბით გა­მო­ვი­ყე­ნეთ. ჩემ­თვის მაგ რეკ­ვი­ზი­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა იგი­ვე იყო, რაც ინ­დი­ე­ლე­ბის გვირ­გვი­ნის თავ­ზე დად­გმა. ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლის მკერ­დზეც ატყ­და ერ­თი ამ­ბა­ვი, თუმცა მის მკერ­დზე მე ვე­რა­ფერს ვიტყ­ვი (ი­ცი­ნის). ხალხს ალ­ბათ ეგ აინ­ტე­რე­სებს, ადა­მი­ანს რომ მკერ­დი აინ­ტე­რე­სებს, ეგ არაა პრობ­ლე­მა.

- რამ­დე­ნი­მე თვის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ "კო­მე­დი არ­ხზე" აპი­რებ­დი დაბ­რუ­ნე­ბას...

- ასე­თი რამ არ­სად მით­ქვამს. ამ ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან არ მი­თა­ნამ­შრომ­ლია და არც ვა­პი­რებ. რო­დე­საც, ასე ვთქვათ, სამ­სა­ხუ­რი­დან შე­მამ­ცი­რეს, ალე­კო მალ­ხა­ზიშ­ვილ­მა "კო­მე­დი არ­ხზე" გა­დას­ვლა შე­მომ­თა­ვა­ზა, მაგ­რამ არ მე­ცა­ლა არც ერ­თი არ­ხის­თვის, "რუს­თა­ვი 2"-ის გარ­და.

- ცნო­ბი­ლი­ა, რომ "კო­მე­დი შო­უს" ბი­ჭებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა გქონ­და, ახ­ლა რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვს მათ­თან, მი­შა ან­დღუ­ლა­ძეს­თან...

- რა­ღა დროს ეგ გა­უ­გებ­რო­ბა­ა? მა­ნამ­დე რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბაც მქონ­და, ისევ ისე ვარ ყვე­ლას­თან.

- საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ხარ, ერ­თდრო­უ­ლად ბევრ საქ­მეს ეჭი­დე­ბი, ახ­ლა რას აკე­თებ "ნი­ჭი­ე­რის" გარ­და?

- ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მხო­ლოდ "ნი­ჭი­ე­რით" ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი, სხვა საქ­მე­ზე ფიქ­რის დროც არ მაქვს. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მოწყ­ო­ბით ან წაყ­ვა­ნით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. მი­ნა­ხავს ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც ურ­ჩევ­ნია სამ­სა­ხურს და­უთ­მოს მე­ტი დრო, ვიდ­რე სა­კუ­თარ თავს ან მე­გობ­რებს, მე კი პი­რი­ქით ვამ­ჯო­ბი­ნებ.

- ანაზღ­ა­უ­რე­ბაც ნაკ­ლე­ბი გექ­ნე­ბა...

- სა­დაც მი­მუ­შა­ვი­ა, ანაზღ­ა­უ­რე­ბის გა­მო პრობ­ლე­მა არა­ვის­თან მქო­ნი­ა. "ნი­ჭი­ერ­ში" ჩე­მი მო­ვა­ლე­ო­ბაა გარ­კვე­ულ სცე­ნარ­ში ჩარ­თვა და ეთერ­ში წარ­დგე­ნა, რაც ჯერ­ჯე­რო­ბით კარ­გად გა­მომ­დის. საქ­მე, რო­მელ­საც ვა­კე­თებ, სა­ხა­ლი­სოა და მსი­ა­მოვ­ნებს. ჩე­მი ყვე­ლა­ზე დი­დი ხელ­ფა­სი არის "ნი­ჭი­ე­რის" შემ­ქმნე­ლებ­თან და იდე­ა­ლუ­რად გა­მარ­თულ გუნ­დთან მუ­შა­ო­ბა. არ მინ­და ვინ­მეს არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლი ვუ­წო­დო, მაგ­რამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რავ ადა­მი­ან­თან მი­მუ­შა­ვია და თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ასეთ ტი­პებ­თან არას­დროს მი­თა­ნამ­შრომ­ლი­ა.

- ცნო­ბი­ლი­ა, რომ ექ­სტრი­მის მოყ­ვა­რუ­ლი ხარ, ალ­ბათ საფ­რთხის წი­ნა­შე არა­ერ­თხელ აღ­მო­ჩე­ნილ­ხარ...

- მქო­ნია სა­რის­კო შემ­თხვე­ვე­ბი, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად სრულ­დე­ბა. მიყ­ვარს სნო­უ­ბორ­დი, სკე­იტ­ბორ­დი. ექ­სტრე­მა­ლუ­რი სპორ­ტი ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა და თუ მეძ­ლე­ვა სა­კუ­თარი თა­ვის გა­მოც­დის სა­შუ­ა­ლე­ბა, უარს არ ვამ­ბობ.

- ამ ბო­ლო დროს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მო­ტო­ციკ­ლე­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბის შეზღ­უდ­ვა­ზე ალა­პა­რაკ­დნენ. ამა­ზე რას იტყ­ვი?

- ეს არის სრუ­ლი უაზ­რო­ბა. ალ­ბათ ამა­ზე იმი­ტომ ალა­პა­რაკ­დნენ, რომ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის უსაფ­რთხო­ე­ბა აშ­ფო­თებთ, მაგ­რამ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ამის აკ­რძალ­ვა. ეს არის მთელ მსოფ­ლი­ო­ში დაშ­ვე­ბუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა. აკ­რძალ­ვას ჯო­ბია უფ­რო მე­ტი ვი­ფიქ­როთ უსაფ­რთხო­ე­ბა­ზე.

- შვილ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვს?

- ყო­ველ­თვის ვა­ხერ­ხებ, რომ ბაღ­ში მი­ვი­დე ჩემს შვილ­თან და კარ­გად გა­ვერ­თოთ. არ­სე­ბობს მა­მა, ვი­საც შვი­ლის გა­სარ­თო­ბად წაყ­ვა­ნა არ უნ­და? ის დე­დას­თან ცხოვ­რობს, მაგ­რამ ვცდი­ლობ მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვუთ­მო ყუ­რადღ­ე­ბა - ზღაპ­რე­ბი წა­ვუ­კითხ­ო, ვა­სე­ირ­ნო და ა.შ.

- ცო­ტა ხნის წინ ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და შე­ნი ყო­ფი­ლი ცო­ლის ფო­ტო­ე­ბი, რა რე­აქ­ცია გქონ­და ამა­ზე?

- ვი­ცი, რომ ბო­დი­ბილ­დინ­გით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. და­ნარ­ჩენს ვე­რა­ფერს გეტყ­ვით, მი­სი ცხოვ­რე­ბა მე არ მე­ხე­ბა და არც მა­ინ­ტე­რე­სებს.

მოამზადა თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლმა

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება