კიევში ოპოზიციისა და ხელისუფლების მომხრეების აქციები გრძელდება

კიევში ოპოზიციისა და ხელისუფლების მომხრეების აქციები გრძელდება

კიევის ცენტრში ოპოზიციისა და ხელისუფლების მომხრეების აქცია გრძელდება. ორივე აქციას ერთმანეთისგან 200 მეტრი აშორებს. ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, ამ დრომდე რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

მაიდანზე ლიტვის ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ. მათ აქციის მონაწილეებს ხელთათმანები დაურიგეს და ამ ფორმით გამოხატეს სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ.

ყველაზე მასშტაბური აქცია მაიდანზე ხვალისთვის იგეგმება. დღეს საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა და სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოდიან უკრაინის მოქალაქეები.

ამასთან, ოპოზიციის შტაბში სტუდენტების ბრიფინგი გაიმართა, სადაც მათ უმაღლეს სასწავლებლებში ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრეს. სტუდენტების ინფორმაციით, აქციაზე წასვლის შემთხვევაში, მათ სასწავლებლიდან გარიცხვით ემუქრებიან.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღეს იგეგმება პროვოკაცია. მათი ინფორმაციით, ოპოზიციის მაისურებში გადაცმული ხელისუფლების მომხრეები აქციაზე დაძაბულობის შეტანას და ჩხუბს შეეცდებიან.

რაც შეეხება პრეზიდენტ იანუკოვიჩის მომხრეთა აქციას, ხელისუფლების მომხრეები ოპოზიციის აქციის ადგილიდან 200 მეტრში იმყოფებიან. ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი იმყოფება. აქციის გამართვას ისინი ხვალაც გეგმავენ.

"ინტერპრესნიუსი"

ხელისუფლებ

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა