უკრაინის გენპროკურატურამ მომიტინგეების დარბევაში დამნაშავეები დაასახელა

უკრაინის გენპროკურატურამ მომიტინგეების დარბევაში დამნაშავეები დაასახელა

უკრაინის გენპროკურატურამ ევრომაიდანზე მომიტინგეების დარბევაში დამნაშავეები დაასახელა.

უკრაინის გენპროკურატურის ინფორმაციით, 30 ნოემბერს, ევრომაიდანზე მომიტინგეების ძალისმიერ დარბევაში დამნაშავეები არიან: უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ვლადიმერ სივკოვიჩი, კიევის ადმინისტრაციის უფროსი ალექსანდრე პოპოვი და კიევის მილიციის ორი ხელმძღვანელი, ვალერი კორიაკი და მისი მოადგილე პეტრე ფიოდორჩუკი. მათ გადაეცათ უწყება ძალაუფლების გადამეტებაზე.

ამ ცნობის გავრცელებიდან ცოტა ხანში, გენპრკურორის მოადგილემ ვიქრორ პშონკამ დაადასტურა, რომ იანუკოვიჩის განკარგულებით, პოპოვი და სივკოვიჩი განთავისუფლებული არიან დაკავებული თანამდებობიდან.

გენპროკურორის განცხადებით, ოთხივე პირის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით - შიდაპატიმრობის საკითხი განიხილება.

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა