საფრანგეთის პრეზიდენტი სოჭის ოლიმპიადის გახსნას არ დაესწრება

საფრანგეთის პრეზიდენტი სოჭის ოლიმპიადის გახსნას არ დაესწრება

საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი სოჭის ოლიმპიადის გახსნას არ დაესწრება. როგორც "იტარ-ტასი" იუწყება, ამის შესახებ ტელეკომპანია I-TELE–ს ეთერში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლორან ფაბიუსმა განაცხადა.

მინისტრმა რუსეთის ქალაქს ოლიმპიადის წარმატებით ჩატარება უსურვა და აღნიშნა, რომ "საფრანგეთის პრეზიდენტის დასწრება გათვალისწინებული არ არის". ფაბიუსის განცხადებით, სოჭში გამგზავრებას არც თავად გეგმავს.

საფრანგეთის საგარეო უწყების პირველ პირს არ დაუკონკრეტებია, არის თუ არა კავშირში ფრანსუა ოლანდის ეს გადაწყვეტილება რუსეთში მოქმედ ჰომოფობიურ კანონთან, რომელიც ევროპელმა პოლიტიკოსებმა არაერთხელ გააკრიტიკეს.

ფრანსუა ოლანდი ერთადერთი პირველი პირი არ არის, რომელმაც სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადა. სოჭში გამგზავრებაზე უარი ცოტა ხნის წინ გერმანიის პრეზიდენტმა იოჰან გაუკმა განაცხადა. ასევე ცნობილია, რომ სოჭის ოლიმპიადის გახსნას არ დაესწრებიან პოლონეთის პირველი პირები.

ცნობილია, რომ სოჭის ოლიმპიადაზე სამთავრობო დელეგაციით არც საქართველო იქნება წარმოდგენილი.

მომზადებულია I-TELE–ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა