კიმ კარდაშიანი ჰერცოგინია ქეითის მსგავს საქორწინო კაბას ჩაიცვამს

კიმ კარდაშიანი ჰერცოგინია ქეითის მსგავს საქორწინო კაბას ჩაიცვამს

დედობამ კიმ კარდაშიანს ცხოვრებაზე შეხედულებები შეუცვალა, კიდევ უფრო მეტად კი ტანსაცმლის სტილსა და ინტერიერზე. ბოლო დროს კიმი ჰოლივუდის ვარსკვლავების ნაცვლად, კემბრიჯის ჰერცოგინია ქეითს ბაძავს.

კარდაშიანი სამეფო ოჯახის ცხოვრებას გულდასმით ადევნებს თვალყურს. რეალითი შოუს ვარსკვლავს პრინცი უილიამისა და ქეითის ქორწინების მსგავსი ცერემონიის ორგანიზება უნდა. კარდაშიანს საკურთხეველთან მისვლა Alexander McQueen-ის კაბის მსგავსი საქორწილო კაბით სურს, რომელიც ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა, სარა ბერტონმა სპეციალურად ჰერცოგინია ქეითისა და პრინც უილიამის ქორწინებისთვის შექმნა.

რა თქმა უნდა, ქორწილის დღეს იგი ერთ კაბას არ ჩაიცვამს, მაგრამ ის კეტრინის კაბის სტილში უნდა იყოს. გარდა ამისა, კიმი ფატას დაიხურავს. თავად ცერემონიას წყვილი საფრანგეთის ვერსალში გამართავს. პოპულარულ რეპერს დიდი წვეულებების მოწყობა უყვარს და საყვარელი ქალისთვის ფულს არ დაიშურებს.

გარდა ამისა, კიმს და კენი უესტს ოქროს ტახტრევანზე დასხდომა სურთ, რადგან თვლიან, რომ ეს კალიფორნიაში მათი სახლის "სამეფო" ინტერიერს მოუხდება. მათ სახლში ბუკინგემის სასახლის სტილის ოთახი უკვე არის, რომელიც წყვილისთვის შთაგონების წყაროა.

მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება