ეკვადორში ციხიდან 55 პატიმარი პირდაპირ ცენტრალური შესასვლელიდან გაიქცა

ეკვადორში ციხიდან 55 პატიმარი პირდაპირ ცენტრალური შესასვლელიდან გაიქცა

ეკვადორში პატიმრები ციხიდან მასობრივად გაიქცნენ. ნათესავებთან მოწყობილი პაემნის დროს 55 ადამიანი დროებითი დაკავების იზოლატორიდან გაიქცა. ციხე კიტოს ცენტრში მდებარეობს.

პოლიციამ 20 გაქცეული უკვე დააპატიმრა. დანარჩენების ძებნა გრძელდება.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ხოსე სერანომ განაცხადა, რომ გაქცეულთაგან განსაკუთრებით სახიფათო დამნაშავეთა კატეგორიას არცერთი არ მიეკუთვნება.

ამჟამად, პროკურატურა იკვლევს, კვირას სამუშაოზე პენიტენციალური დაწესებულების ერთდროულად ხუთი დარაჯი რატომ არ მივიდა, რამაც პატიმრებს გაქცევის საშუალება პირდაპირ ციხის ცენტრალური გასასვლელიდან მისცა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მასობრივი გაქცევის გამო პოსტებს პენიტენციალური სისტემის რამდენიმე ხელმძღვანელი დაკარგავს.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა