ბეზრუკოვმა ქართული ჩოხით "ლეკური" იცეკვა

ბეზრუკოვმა ქართული ჩოხით "ლეკური" იცეკვა

რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი თბილისში გამართული შემოქმედებითი საღამოს შემდეგ თავის შთაბეჭდილებებს "ფეისბუქის" მეგობრებს უზიარებს.

"თბილისი - ეს არ არის მთელი საქართველო, მაგრამ შთაბეჭდილებები მაინც საოცარია,  მთელი წელი მეყოფა. შეუძლებელია არ შეგიყვარდეს ეს არაჩვეულებრივი ხალხი თავისი საუკუნოვანი ტრადიციებით! გაიხსენეთ, რამდენად ხშირად ვმღერით ჩვენს ნაციონალურ სიმღერებს სუფრასთან?  ცეკვაზე აღარაფერს ვამბობ! ჩვენ დავივიწყეთ ისინი! "პერესტროიკა" განვითარებული კაპიტალიზმი, 90-იანები  და მორჩა! ამერიკული პოპკორნის სუროგატი და სატელევიზიო "საღეჭი"! რად ვიქეცით?  თითოეულ მათგანს კი დღესასწაული აქვს - ესაა სიმღერა და ცეკვა, თავიანთი, ნაციონალური! ისეთი სახარბიელო ენერგიით! ისეთი ტემპერამენტით, რომ გიჩნდება სურვილი აქ ჩამოხვიდე კვლავაც. ახლა ვოცნებობ საქართველოში პუშკინი ჩავიტანო.

დიდი მადლობა თბილი მიღებისთვის ჩემო ძვირფასებო. სხვათაშორის, ესენინს თბილისის ფილარმონიის დარბაზში ჩემთან ერთად პრაქტიკულად ყველა კითხულობდა, ეს კი 2.5 ათასი ადამიანია.

სპექტაკლის ბოლოს მაჩუქეს ჩოხა. ეს ქართული ნაციონალური სამოსია. თავი ვერ შევიკავე და ლეკური ვიცეკვე, უბრალოდ იმპროვიზაცია იყო, " -  წერს ბეზრუკოვი თავისი "ფეისბუქის" გვერდზე.

მსახიობმა ქართველი მაყურებლის წინაშე სპექტაკლი "ხულიგანის აღსარება"  წარმოადგინა.

ფოტო: არტურ დამბროვსკი

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

როგორ დახვდნენ ბეზრუკოვს თბილისის აეროპორტში (+ფოტორეპორტაჟი)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება