რა დაარქვა მესამე ბიჭს თიკა ფაცაციამ

რა დაარქვა მესამე ბიჭს თიკა ფაცაციამ

"ნიჭიერს" ერთი წამყვანი გამოაკლდა. ვანიკო თარხნიშვილი, რომელიც ამ ბოლო დროს ნიკა გრიგოლიაზე "ეჭვიანობდა", მარტო დარჩა, რადგან ორი დღის წინ მომღერალმა და ტელეწამყვანმა თიკა ფაცაციამ იმშობიარა.

თიკა არა მარტო გმირი დედა, არამედ გმირი წამყვანიცაა, რადგან მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე ფილარმონიის სცენიდან "ნიჭიერის" კონცერტი მიჰყავდა.

მართალია, ტელეწამყვანი თავიდან ფეხმძიმობას საიდუმლოდ ინახავდა, მაგრამ ახალი სატელევიზიო სეზონის დაწყებისას ამის შესახებ მთელმა საქართველომ შეიტყო.

ორი თვის წინ, როდესაც თიკასთან ინტერვიუ ჩავწერეთ, ბავშვის სქესი დამალა, გვითხრა, რომ წინასწარ არ უნდოდა ამ თემაზე საუბარი.

ალბათ, სწორედ ეს გახლდათ მიზეზი, რომ მშობიარობიდან რამდენიმე საათში სხვადასხვა სააგენტომ განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა. ბავშვის სახელი კი ბოლომდე საიდუმლოდ დარჩა.

იხილეთ ვრცლად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება