რუსეთი ევროკავშირს უტევს

რუსეთი ევროკავშირს უტევს

გერმანული გაზეთ Bild-ის ცნობით, რუსეთმა კალინინგრადის ოლქში "ისკანდერის" ტიპის სარაკეტო კომპლექსები განათავსა. განცხადებას ამის შესახებ, ბეჭდვითი გამოცემა უსაფრთხოების სტრუქტურებზე დაყრდნობით ავრცელებს. კოსმოსიდან გადაღებულ ფოტოებზე ბალტიისპირეთის საზღვრის გასწვრივ სულ მცირე 10 კომპლექსია განლაგებული. ოფიციალურ მოსკოვს ამასთან დაკავშირებით რაიმე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. "ისკანდერის" ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი რუსეთმა შეიარაღებაში 2007 წელს მიიღო.

დასახული ამოცანიდან გამომდინარე "ისკანდერის" რაკეტებზე როგორც ჩვეულებრივი, ასევე კასეტური და ბირთვული ქობინების დაყენება შეიძლება. 2008 წლის ომის დროს რუსებმა კომპლექსი ჩვენს წინააღმდეგაც გამოიყენეს. რაკეტა ვაზიანის ბაზის მიდამოებში, ბაქო-სუფსის ნავთობსადენიდან სულ რაღაც 40 მ-ში ჩამოვარდა. რუსები მაშინ ამ ფაქტს უარყოფდნენ. თუმცა აფეთქების ღრმულის გარშემო მიმოფანტულ რაკეტის ერთ-ერთ ფრაგმენტზე ნიშნული 9M723 ეწერა. სწორედ ასე აღინიშნება "ისკანდერის" რაკეტა.

მიმდინარე წელს რუსეთმა შეიარაღებაში გაუმჯობესებული "ისკანდერ-მ" მიიღო. მის ფრთოსან რაკეტას სამიზნის განადგურება 500 კმ-ზე შეუძლია, მაშინ, როდესაც საბაზო ვარიანტის ბალისტიკური რაკეტა 280 კმ-ზე მიფრინავს. გაუმჯობესების შედეგად, კომპლექსის შესაძლებლობები თითქმის გაორმაგდა.

კალინინგრდის ოლქში ახალი "ისკანდერ-მ"-ების განთავსების შემთხვევაში, კომპლექსის მოქმედების არეალში ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთის თითქმის მთელი ტერიტორია, შვედეთის და გერმანიის ნაწილები ექცევიან. ევროპის ამ ნაწილში ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსების შესაძლო განთავსების შესახებ განცხადება რუსეთის გენ-შტაბის ყოფილმა უფროსმა ნიკოლაი მაკაროვმა ჯერ კიდევ 2012 წლის გაზაფხულზე გააკეთა. მაშინდელი განმარტებით, აღნიშნული ქმედება პოლონეთის ტერიტორიაზე აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ელემენტების განთავსებაზე ადეკვატური პასუხი იქნებოდა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე