ოსკაროსანი მსახიობი ჯოან ფონტეინი გარდაიცვალა

ოსკაროსანი მსახიობი ჯოან ფონტეინი გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი ჯოან ფონტეინი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოსკაროსანი მსახიობი, ჰიჩკოკის ფილმების - "რებეკასა" და "ეჭვის" ვარსკვლავი, 15 დეკემბრის ღამეს საკუთარ სახლში, კალიფორნიის შტატის ქალაქ კარმელში გარდაიცვალა.

იმის გამო, რომ უფროსი დისთვის, ოლივია დე ჰევილენდისთვის კარიერაში ხელი არ შეეშალა, მსახიობმა სახელი ორჯერ გამოიცვალა. თავდაპირველად ის ჯოან ბარფილდის ფსევდონიმით, შემდეგ კი ფონტეინის გვარით თამაშობდა ფილმებში. მისი ნამდვილი სახელი კი იყო ჯოან დე ბოვუარ ჰევილენდი.

ფონტეინმა პირველი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 1940 წელს ალფრედ ჰიჩკოკის ფილმში "რებეკა". სურათმა "ოსკარის" 11 ნომინაცია მიიღო და აქედან ორში გაიმარჯვა. თუმცა, ნომინირების მიუხედავად, ფონტეინმა ვერ მიიღო "ოსკარი" ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

1941 წელს ჰიჩკოკმა ფონტეინი კვლავ გადაიღო ფსიქოლოგიურ დრამაში "ეჭვი" - მსახიობმა ფილმში შესრულებული როლისთვის "ოსკარი" მიიღო. ფონტეინს ფილმში პარტნიორობას კერი გრანტი უწევდა.

ფონტეინს სულ 60-ზე მეტ ფილმში აქვს როლი შერულებული. კინოს გარდა ის მუშაობდა ტელევიზიაში და თამაშობდა ბროდვეის დადგმებში.

ბოლო წლებში მსახიობი განმარტოებით ცხოვრობდა. მას 2 ქალიშვილი დარჩა.

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება