დათო ეზიაშვილმა ''გერლფრენდთან'' ერთად ეროტიკული ვიდეოები გადაიღო

დათო ეზიაშვილმა ''გერლფრენდთან'' ერთად ეროტიკული ვიდეოები გადაიღო

19 წლის ყოფილი კალათბურთელი დათო ეზიაშვილი სამოდელი ბიზნესში სულ რამდენიმე თვეა, რაც გამოჩნდა. საკუთარ თავს ნარცისს ეძახის და ამბობს, რომ ამის გამო მეგობარი გოგონა სულ ეჩხუბება, მაგრამ შეცვლას არ აპირებს. უნდა, როგორც მოდელმა, თავი დაიმკვიდროს. თუკი საინტერესო წინადადებას შესთავაზებენ, არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ იდეის კუთხით, კამერის წინ გაშიშვლებაზეც არ იტყვის უარს.

დათოს რამდენიმე შეთავაზება უკვე ჰქონდა, გადაიღეს კლიპში, გამოვიდა გიორგი შაღაშვილის კოლექციის ჩვენებაზე, ფოტოგრაფმა შოთიკო ბოჭორიშვილმა ნინა სუბლატთან ერთად თავის ფოტო-ვიდეოპროექტშიც მიიწვია. საკუთარ გარეგნობაზე იმით ზრუნავს, რომ გამუდმებით ვარჯიშობს. მისი გარეგნობის გამორჩეული დეტალი დრედებია, რომელიც ორი წლის წინ გაიკეთა. ამის და კიდევ განსაკუთრებული იმიჯის გამო ბევრს უცხოელი ჰგონია. ქუჩაშიც ხშირად წამოუძახებიათ რაღაც, დათოს კი არ დაზარებია და ფიზიკურ შეხლა- შემოხლაშიც ჩართულა ამის გამო.

- 19 წლის ვარ. წელს ჩავაბარე ტურიზმის ფაკულტეტზე. ადრე კალათბურთელი გახლდით. ჩემი სიმაღლე მეტრი და 89 სმ-ია. ჯერ ''სოხუმში'' ვითამაშე, შემდეგ - ''დინამოში''. ამ წელს კვლავ უნდა გამეგრძელებინა კალათბურთის თამაში, მაგრამ სილამაზისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! კონკურსზე მისვლის შემდეგ ჩემი გეგმები მთლიანად შეიცვალა. გადავწყვიტე, რომ მოდელობას გავყოლოდი. მე ასაკობრივ კალათბურთს ვთამაშობდი, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ რამდენიმე გუნდი დაიშალა, ამ სფეროში ფინანსურად არცთუ კარგი მდგომარეობაა. მე კი არ მიღირს, რომ მადლობის სანაცვლოდ ვითამაშო. ხელფასი არ გვქონია, მაგრამ თუკი სხვები ცუდ დარბაზებში ვარჯიშობდნენ, ჩვენ ამ მხრივ კარგი პირობები გვქონდა, ფორმაც უფასო იყო, ტურნირშიც უფასოდ ვმონაწილეობდით. ასაკობრივი ლიგა დაყოფილია, არის თექვსმეტწლამდელთა, თვრამეტწლამდელთა და ოცწლამდელთა კატეგორია. მე თვრამეტწლამდელებში ვითამაშე. შემეძლო, პარალელურად კალათბურთის გაგრძელებაც მეცადა, მაგრამ კონკურსის დროს ძალიან ბევრი გადაღება გვქონდა, შემდეგშიც გარკვეული შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მივიღე და ამიტომ კალათბურთისთვის თავის დანებება გადავწყვიტე.

- რა კონკურსზე მიხვედი?

- ''ელიტ მოდელ ლუქში''. ადრე გოგონებს შორის ტარდებოდა, წელს კი ბიჭებს შორისაც აარჩიეს. ნარცისი ვარ (იღიმის)!.. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ ბავშვობიდან გათამამებული ვარ, რამაც, ალბათ, გავლენა იქონია. ჩემ თავზე შეყვარებული ვარ. ძალიან მომწონს, როგორიც ვარ. ჩემი მეგობრები სულ ხუმრობენ ამ თემაზე. ერთ-ერთმა მირჩია სწორედ, რომ ბედი ამ მხრივ მეცადა. ველოდებოდი, რომ ამ კონკურსზე აუცილებლად შემარჩევდნენ, მაგრამ როცა ვნახე, რომ საკმაოდ კარგი ბიჭები მონაწილეობდნენ, ცოტა ეჭვი შემეპარა, წარმატებას მივაღწევდი თუ არა. ასეთ კონკურსებზე გარეგნობის გარდა სხვა რამეებსაც აფასებენ. უნდა იყო ფოტოგენური, იცოდე სიარული, რაც მე არ გამომდიოდა. ერთი თვე გვავარჯიშეს. მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში იყო ინტენსიური გადაღებები, ვარჯიში, თუმცა ეს მე არ მჭირდებოდა, რადგან მიყვარს კარგი ფორმები და ახლაც მუდმივად ვვარჯიშობ. სიარული მაინც ვერ ვისწავლე (იცინის).

კონკურსის დღე რომ დადგა, მე და ჩემს იქ შეძენილ მეგობარ თორნიკე სხილაძეს გვეგონა, რომ სამეულში აუცილებლად მოვხვდებოდით, მაგრამ ფინალის დროს ძალიან ავნერვიულდით. საბოლოო ჯამში პირველი გამოსვლისთვის არა უშავდა. თორნიკე სამეულში მოხვდა, მე, სამწუხაროდ, ვერა.

- შენი თვითშეფასება ამის შემდეგ არ დაეცა?

- არა. ჩემი წარუმატებლობა ჟიურის დავაბრალე (იღიმის). ჟიურის უცხოელი წევრი აშკარად ძალიან გამხდარ ბიჭებს არჩევდა. სიმართლე გითხრათ, ცოტა გული დამწყდა.

- ვინ გგულშემატკივრობდა?

- არავისთვის მითქვამს, ფინალში მიგულშემატკივრეთ-მეთქი. შემდეგ ''იმედზე'' ნახეს. მეგობრებმაც და ოჯახის წევრებმაც იცოდნენ, რომ ამ კონკურსში ვმონაწილეობდი, მაგრამ არ მიყვარს, როცა ჩემ საგულშემატკივროდ მოდიან. არც კალათბურთის თამაშის დროს მიყვარდა. არ ვიცი, რატომ არ მსიამოვნებს, როცა ახლობლები ესწრებიან. დედას ძალიან უნდოდა კონკურსზე დასწრება, მაგრამ ვთხოვე, რომ არ მოსულიყო.

- მიუხედავად იმისა, რომ კონკურსამეულში ვერ მოხვდი, სამოდელო ბიზნესით მოხიბლული დარჩენილხარ.

- ნამდვილად ასეა. ''ელიტ მოდელ ლუქში'' მონაწილეობას ვერ მივიღებდი, ''იმიჯ ცენტრთან'' სამწლიანი კონტრაქტი რომ არ გამეფორმებინა. ეს საერთო წესია. კონტრაქტს გავეცანი, მომეწონა პირობები და გავხდი ამ სააგენტოს მოდელი. ამის შემდეგ ნელ-ნელა წამოვიდა შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!. მონაწილეობა მივიღე გიორგი შაღაშვილის ჩვენებაში. ეს იყო პირველი ჩვენება ჩემთვის. მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და პოდიუმზე გამოსვლაც მომეწონა. შემდეგ ფოტოგრაფ შოთიკო ბოჭორიშვილთან ვიმუშავე, ნინა სუბლატსა და ერთ დიჯეისთან ერთად გადამიღო ვიდეოარტში. ამ პროექტში მონაწილეობა სასიამოვნო იყო. ჩემთვის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. გადაღებებზე შინაურული გარემო შეიქმნა, რაც ძალიან მომეწონა. შოთიკო მუსიკას გვირთავდა, რომ თავი კარგად გვეგრძნო. გადაღებების მონაწილეებთან ურთიერთობით კმაყოფილი დავრჩი. იქნება ვიდეოარტი და ფოტოები, რომლებიც ჟურნალ ''ბომონდში'' დაიბეჭდება. ასევე ''ახალი ხმის'' მონაწილე ქეთი კვიცარიძის კლიპში გადამიღეს, რომელიც მალე გამოვა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება