პოლ უოკერის ძმას "ფორსაჟ 7"-ში მონაწილეობა შესთავაზეს

პოლ უოკერის ძმას "ფორსაჟ 7"-ში მონაწილეობა შესთავაზეს

ავტოკატასტროფაში დაღუპული მსახიობ პოლ უოკერის უმცროს ძმას, 25 წლის კოდი უოკერს, რომელიც მსახიობს ძალიან ჰგავს, ფილმ "ფორსაჟ 7"-ის ფინალურ სცენებში თამაში შესთავაზეს.

უოკერი სწორედ მაშინ გარდაიცვალა, როდესაც ფილმის მეშვიდე ნაწილს იღებდნენ. მსახიობის მშობლების თხოვნით, ფილმის ავტორებმა ყველაფრის შეცვლაზე და მსახიობის მონაწილეობით უკვე გადაღებული სცენების ამოჭრაზე უარი თქვეს და ფილმში გადასაღებად პოლ უოკერის უმცროსი ძმის დაპატიჟება გადაწყვიტეს. ამასთან, კოდის კინოში კასკადიორად უკვე უმუშავია.

მიუხედავად იმისა, რომ უმცროსი ძმა უფროსს ძალიან ჰგავს (მათ შორის 15 წლიანი სხვაობაა), სავარაუდოდ, ოპერატორებს კოდის ზურგით, ან შორიდან გადაღება მოუწევთ. თუ სახის ახლო ხედით გადაღება გახდება საჭირო, კომპიუტერულ გრაფიკას გამოიყენებენ.

შაბათს პოლ უოკერის დახურული დაკრძალვა გაიმართა. ოჯახი და "ფორსაჟ 7"-ის გადამღები ჯგუფი მსახიობს ჯერ ისევ გლოვობს.

მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება