ჩინელები მთვარეს იპყრობენ

ჩინელები მთვარეს იპყრობენ

მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, ჩინეთის მიღწევამ მსოფლიო კიდევ ერთხელ გააოცა. კოსმოსური სადგური "ჩანიე-3" მთვარეზე წარმატებით დაეშვა და დედამიწის თანამგზავრზე მთვარემავალი რობოტიც ჩაიტანა. მის მიერ გადაღებული კადრებს ჩინური ტელევიზიები პირდაპირ ეთერში აჩვენებდნენ.

140 კგ-იანი რობოტის მთავარი მოვალეობა მთვარის ზედაპირის და გრუნტის შესწავლა იქნება. ამისთვის ის სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებით და 4 კამერითაა აჭღურვილი. "უიტუს" (სწორედ ასე ქვია მთვარეზე გაგზავნილ ჩინურ რობოტს) "სასიცოცხლო" პერიოდი 3 თვეა. მთვარესთან დაკავშირებით ჩინეთს შორს მიმავალი გეგმები აქვს. მისი ათვისების მესამე ეტაპის ფარგლებში - 2020 წლისთვის დედამიწაზე მთვარის გრუნტის ჩამოტანა, 2050 წლისთვის კი - მთვარეზე ბაზის მშენებლობა იგეგმება.

სსრკ-სა და აშშ-ს შემდეგ, ჩინეთი მსოფლიოში მესამე ქვეყანა გახდა, რომელმაც მთვარეზე კოსმოსური აპარატის გაგზავნა შესძლო. წმინდა სამეცნიერო ფუნქციების გარდა, "უიტუს" წარმატებულ დაშვებას გარკვეული პოლიტიკური და ძალის ერთგვარი დემონსტრირების ასპექტიც ახლავს. ჩინეთმა მთელს მსოფლიოს კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაანახა, რომ კოსმოსის ათვისების სფეროშიც კი, რომელიც ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიების არსებობას მოითხოვს, მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს არაფრით ჩამორჩება.

საკუთარ კოსმოსურ პროგრამაზე ჩინეთი 1960-70-იან წლებიდან მუშაობს. თუმცა პილოტირებად კოსმონავტიკაზე 1990-იანი წლებიდან გადაერთო. 2003 წლის 15 ოქტომბერს ჩინელებმა კოსმოსში პირველი კოსმონავტი გაუშვეს. მას შემდეგ, ჩინელებმა ღია კოსმოსში გასვლაც ისწავლეს და დღეს საკუთარი ორბიტული სადგურიც აქვთ.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე