სოფო ბედია თხოვდება? - მომღერლის ახალი სიყვარული მიშა მესხია

სოფო ბედია თხოვდება? - მომღერლის ახალი სიყვარული მიშა მესხია

ზაფხულში, მომღერალი სოფო ბედია, ქმარს ოფიციალურად დაშორდა. ყვითელ პრესაში გაჩნდა ეჭვი, რომ მიშა შაყულაშვილის და სოფოს ოჯახი, რომელიც ხუთ წელზე მეტს ითვლიდა, მესამე პირმა დაანგრია.

სოფოს და მისი მეუღლის დაშორებიდან ძალიან მალე ''ფეისბუქზე'' გავრცელდა ფოტო, სადაც სოფო ვიღაც ბიჭს კოცნიდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ეს ბიჭი ცხრამეტი წლის ხვიჩა ხოჯავა იყო.

თუმცა, ამ ფოტოზე ორივე მხარემ განაცხადა, რომ ფოტოშოპი იყო. ამ ამბების შემდეგ სოფოს, მოძღვარმა ინტერვიუებში პირად ცხოვრებაზე საუბარი აუკრძალა...

მკითხველს თითქმის დაავიწყდა, სოფოს გარშემო ატეხილი სკანდალი, მაგრამ მის პირად ცხოვრებაში სიახლეა და ''რეიტინგი'' ამის შესახებ, როგორც ყოველთვის პირველი გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მომღერლის რჩეულთან.

სოფოს ახალი სიყვარული, უფლებადამცველი და პოლიტპატიმარი მიშა მესხია. მიშამ ჩვენთან საუბარში ეს ინფორმაცია დაადასტურა.

- მიშა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ და სოფო ბედია შეყვარებულები ხართ.

- ნამდვილად ასეა.

- დიდი ხანია, სოფოს იცნობთ?

- სიმართლე გითხრათ, მე და სოფო სიყვარულში ერთმანეთს ახლახანს გამოვუტყდით.

- სოფოს შემოქმედებას თუ იცნობთ?

- ყოველთვის ისეთი საქმიანობით ვიყავი დაკავებული, რომ კონცერტებზე არ დავდიოდი. თუმცა, რასაკვირველია, ვიცოდი, ვინ იყო სოფო ბედია. მას შემდეგ, რაც ერთმანეთი გავიცანით, ამ ადამიანმა ისეთი დადებითი ემოცია დატოვა ჩემში, რომ შემიძლია, ვთქვა, ასეთი შეყვარებული არ ვყოფილვარ.

იხილეთ ვრცლად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება