"ცეკვავენ ვარსკვლავების" უპრეცედენტო ტური - ვარსკვლავები ცხოველებთან ერთად ცირკის არენაზე (ექსკლუზივი)

"ცეკვავენ ვარსკვლავების" უპრეცედენტო ტური - ვარსკვლავები ცხოველებთან ერთად ცირკის არენაზე (ექსკლუზივი)

"ცეკვავენ ვარსკვლავები" სტარტს ფინალისკენ იღებს. პროექტში ოთხი ძლიერი კონკურსანტი (გიორგი ყიფშიძე, ნანა ნებიერიძე, ქეთი ხატიაშვილი და თაკო ჩორგოლაშვილი) დარჩა, რომელთაც ფინალში მოსახვედრად თავდაუზოგავი ბძოლა მოუწევთ.

19 დეკემბერს ორგანიზატორები უპრეცედენტო შოუსა და ტურს გვთავაზობენ. ცირკის არენა საკუთარ ფუნქციას დაიბრუნებს და მოცეკვავეებთან ერთად, იქ ცხოველები (ლომი, მაიმუნები, ძაღლი და პითონი) გამოვლენ... ვარსკვლავები ამჯერადაც ორ ნომერს შეასრულებენ, თუმცა "ჯაივი" ყველასთვის საყოველთაო იქნება. "ამბები.გე" ერთ-ერთ კონკურსანტს, ნანა ნებიერიძეს დაუკავშირდა.

- ნანა, შოუ ფინალისკენ მიდის. კონკურენცია მატულობს. როგორ ემზადებით მორიგი ტურისთვის?

- კი, ძალიან დაიძაბა სიტუაცია, თითოეულს არა მარტო ორი ცეკვის შესრულება გვიწევს, არამედ, 19-ში "ცირკის ტური" გველის, ანუ სცენაზე ცხოველებთან ერთად უნდა გამოვიდეთ. გარდა ამისა, იქნება კიდევ სხვა სურპრიზებიც...

- არენაზე ლომებთან და მაიმუნებთან ერთად უნდა გამოხვიდეთ?

- კი, მაგალითად, გიორგი ყიფშიძეს ლომთან ერთად გამოვა, თაკოს 4 მაიმუნი ეყოლება გვერდით, მე - ძაღლი, ქეთი კი პითონთან ერთად იცეკვებს... დღეს პირველად გვაქვს რეპეტიცია... მოკლედ, ცეკვების შესწავლის პარლელურად ახლა იმაზე ვფიქრობ, ძაღლი უშუალოდ შოუს დროს როგორ მოიქცევა? ცოტა ხანში რეპეტიციაზე უნდა წავიდე და გზად ძეხვი უნდა ვუყიდო...

- რა საინტერესო ამოცანა გაქვთ...

- ძალიან, სამაგიეროდ, ეს ყველაფერი დიდი ზეიმი იქნება!

- ამდენი ცხოველი უნდა იყოს სცენაზე და შესაბამისად, ყველა უსაფრთხოების ზომაც დაცული იქნება, არა?

- რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ზომები დაცული იქნება.

- გიორგის ნადირთა მეფე შეხვდა…

- კი, მას ლომთან ერთად მოუწევს სცენაზე ყოფნა. ეს ყველაფერი რაღაც ზღაპარს ჰგავს! მოკლედ, "ყიფშო" და ლომი გალიაში ერთად იქნებიან...

- რა ცეკვები უნდა წარმოადგინოთ?

- ყველამ "ჯაივი" უნდა ვიცეკვოთ. მეორე ცეკვა თითოეულს სხვა გვაქვს. მე და ქეთი ხატიაშვილს "ჩა-ჩა-ჩა" გვიწევს, გიორგი ყიფშიძეს - "ვენური ვალსი" და თაკო ჩორგოლაშვილი "ქვიქსტეპს" იცეკვებს. მაგრამ ეს არ არის ყველაფერი, ჩვენ სპორტული ნომრებიც უნდა წარმოვადგინოთ… მოკლედ ძალიან დატვირთული და დაძაბული ტური გველოდება...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება