იანუკოვიჩის მამა ფაშისტებს ეხმარებოდა

იანუკოვიჩის მამა ფაშისტებს ეხმარებოდა

ბორის ელცინის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში მოიძებნა დოკუმენტები, რომელიც დიდი სამამულო ომის დროს უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მამის დეზერტირობასა და მის მიერ ფეშისტების დახმარებას ადასტურებს.

ერთ-ერთი დოკუმენტი სტალინის ოლქის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ხელმძღვანელის სახელზეა.

"შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის გამოძიებასთან დაკავშირებით დეზიერტირობასა და ფაშისტი ოკუპანტების დახმარების საქმეზე გთავაზობთ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის განკარგულებაში შემდეგი მოქალაქეების ეტაპირებას ..იანუკოვიჩ ფიოდორ ვლადიმეროვიჩი",- ნათქვამია დოკუმენტში.

დოკომენტის ავტორი სსრკ-ს სახელმწიფო უშიშროების ეროვნული კომისარიატის სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილე, ვიცე-ოლკოვნიკი ზაიცევია.

დოკუმენტი 1945 წლის 11 აპრილით თარიღდება.

მეორე დოკუმენტი წარმოადგენს აქტს, რომლის ადრესატიც რადოშკოვიჩის პოლიციის უფროსი კუჩერენია.

"1942 წლის 17 ივნისს ჩვენ (ქვემოთ ხელმომწერი) რადოშკოვიჩის რაიონის სოფელ მაცკოს პოლიცია..., ანდრეი იანუკოვიჩი, დაქორწინებული მოქალაქე ელიზავეტა ტკაჩენკოზე, 17 რიცხვში გერმანიაში გადაბირებულთა გამგზავრება განხორციელდა", - აღნიშნულია დოკუმენტში. დოკუმენტს ხელს სამი ადამიანი აწერს. "მოლოკოვი კ., იანუკოვიჩი და გულაი".

მომზადებულია region-yug.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა