კომ­ფორ­ტი, რო­მე­ლიც ნი­კა გრი­გო­ლი­ამ ტყე­ში იპო­ვა

კომ­ფორ­ტი, რო­მე­ლიც ნი­კა გრი­გო­ლი­ამ ტყე­ში იპო­ვა

"ზეს­ტა­ფონ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, იქ დღემ­დე ძა­ლი­ან კარ­გი ბიბ­ლი­ო­თე­კა მაქვს, სახ­ლის მე­ო­რე სარ­თუ­ლის ნა­ხე­ვა­რი წიგ­ნებს უკა­ვია. სტუ­დენ­ტო­ბის წლებ­ში, ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­შიც ხში­რად დავ­დი­ო­დი", - იხ­სე­ნებს "ნი­ჭი­ე­რის" თა­ნა­წამ­ყ­ვა­ნი ნი­კა გრი­გო­ლია და გუ­ლი სწყდე­ბა, რომ დღეს წიგ­ნებ­თან ძვე­ლე­ბუ­რად ვე­ღარ "მე­გობ­რობს".

პრეამბულის მაგიერ

- ნი­კა, "ნი­ჭი­ე­რის" თა­ნა­წამ­ყ­ვა­ნი რო­გორ გახ­დი?

- გა­და­ცე­მის პრო­დი­უ­სე­რებ­მა შე­მომ­თა­ვა­ზეს და სი­ხა­რუ­ლით დავ­თან­ხ­მ­დი.

- ეკ­რან­ზე აღარ ჩან­დი, გვი­ამ­ბე, "კო­მე­დი ჯგუ­ფი­დან" წას­ვ­ლის შემ­დეგ, რას საქ­მი­ა­ნობ­დი?

- ვის­ვე­ნებ­დი, ოფი­ცი­ა­ლუ­რად "რუს­თა­ვი 2"-ის თა­ნამ­შ­რომ­ლად ვით­ვ­ლე­ბი. "ნი­ჭი­ე­რის" შემ­დეგ, ალ­ბათ პა­უ­ზა კი­დევ მექ­ნე­ბა.

- ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვი, რომ ახა­ლ გა­და­ცე­მა­ზე მუ­შა­ობ­დი.

- იდე­ე­ბი მაქვს, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მი­დის, წი­ნას­წარ თქმა სა­ჭი­რო არ არის. მე­რე რა­ღა­ცე­ბი აღარ გა­მო­დის ხოლ­მე.

- "ნი­ჭი­ერ­ში" თავს რო­გორ გრძნობ?

- კომ­ფორ­ტუ­ლად. ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო სა­მუ­შაოა. იქ ვერ მო­იწყენ.

- ნი­ჭი­ერ­თა­გან შე­ნი ფა­ვო­რი­ტი გყავს?

- ბევ­რი მო­ნა­წი­ლე მომ­წონს, მთლი­ა­ნად ამ პრო­ექ­ტის­გან ვი­ღებ სი­ა­მოვ­ნე­ბას. პა­ტა­რა ბა­ი­კე­რი ჩე­მი მე­გო­ბა­რი იყო.

- კონ­კურ­სან­ტე­ბი სცე­ნა­ზე გას­ვ­ლის წინ ნერ­ვი­უ­ლო­ბენ? და­ძა­ბუ­ლო­ბა იგ­რ­ძ­ნო­ბა?

- გა­ნიც­დი­ან და ეს ნორ­მა­ლუ­რია, მათ მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო უყუ­რებს და პირ­და­პირ ეთერ­ში გან­ც­დე­ბის გა­რე­შე გას­ვ­ლა, შე­უძ­ლე­ბე­ლიც კი არის. მათ შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვამ­ხ­ნე­ვებ, ვეხ­მა­რე­ბი.

- მითხა­რი, დას­ვე­ნე­ბის პე­რი­ო­დი მქონ­დაო. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში წიგ­ნი წა­ი­კითხე?

- სამ­წუ­ხა­როდ, არ წა­მი­კითხავს, ბო­ლო წლებ­ში წიგ­ნებ­თან ისე ვე­ღარ "ვმე­გობ­რობ", რო­გორც - ბავ­შ­ვო­ბა­ში და სტუ­დენ­ტო­ბის წლებ­ში.

- მა­შინ შენ­ზე წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რო­მელ­მა ავ­ტორ­მა მო­ახ­დი­ნა?

- ჟი­ულ ვერ­ნ­მა.

- ახ­ლა რო­მე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის წა­კითხ­ვის სურ­ვი­ლი გაქვს?

- დრო რომ მქონ­დეს, ჩემს რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარს და­ვუ­რე­კავ­დი და რჩე­ვას ვკითხავ­დი, რო­მე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი წა­მე­კითხა. ზუს­ტად ვი­ცი, წა­კითხულ ნა­წარ­მო­ე­ბებს აღარ მი­ვუბ­რუნ­დე­ბო­დი. არ­ჩე­ვანს, სა­ვა­რა­უ­დოდ, რო­მე­ლი­მე თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თ­ველ ავ­ტორ­ზე შე­ვა­ჩე­რებ­დი.

- რო­მელ პერ­სო­ნაჟ­თან იმე­გობ­რებ­დი?

- ჟი­ულ ვერ­ნის "სა­ი­დუმ­ლო კუნ­ძულ­ზე" ვიცხოვ­რებ­დი. ეს არის ავ­ტო­რი, რო­მელ­მაც სა­თავ­გა­და­სავ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რა შე­მაყ­ვა­რა.

- ბუ­ნე­ბა­ში გან­მარ­ტოე­ბა ცხოვ­რე­ბა­შიც ხში­რად გჩვე­ვია?

- ქა­ლაქ­გა­რეთ კარ­ვით, მო­ტო­ციკ­ლით ხში­რად გავ­დი­ვარ. ტყე­ში სრუ­ლი­ად მარ­ტოც ხში­რად წავ­სულ­ვარ და იქ ნა­ხე­ვა­რი დღე მა­ინც გა­მი­ტა­რე­ბია.

- თბი­ლი­სის მახ­ლობ­ლად ამო­ჩე­მე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბი თუ გაქვს?

- რა თქმა უნ­და, ქა­ლა­ქი­დან თუ არ გა­ვე­დი და სად­მე კომ­ფორ­ტი არ ვი­პო­ვე, ისე რა გა­მაძ­ლე­ბი­ნებს? შე­იძ­ლე­ბა, ამ ყო­ველ­დღი­ურ ერ­თ­ფე­როვ­ნე­ბა­ში, გავ­გიჟ­დე.

- კომ­ფორტს რო­მელ ტყე­ში პო­უ­ლობ?

- სა­ქარ­თ­ვე­ლო მარ­თ­ლაც ღმერ­თის რჩე­უ­ლი ქვე­ყა­ნაა, შე­იძ­ლე­ბა ქა­ლა­ქის ხმა­ურს, კუს ტბის­კენ ან ლი­სის ტბის­კენ გა­ექ­ცე და სულ თხუთ­მე­ტი­ო­დე წუთ­ში თა­ვი ბუ­ნე­ბას შე­ა­ფა­რო.

- რო­მან­ტი­კო­სი ხარ?

- ზო­მი­ე­რად. სიყ­ვა­რუ­ლი მიყ­ვარს, თან ვგიჟ­დე­ბი ისე ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

- ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მი­ლი­ო­ნო­ბით მცე­ნა­რე ამ ცხო­ვე­ლის დარ­გუ­ლია. ოდეს­ღაც მათ და­მა­ლეს კა­კა­ლი და შემ­დეგ მი­სი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი და­ა­ვიწყ­დათ.

- ციყ­ვი.

- ციყვს ხე­ზე აძ­რო­მა უფ­რო სწრა­ფად შე­უძ­ლია თუ მი­წა­ზე სირ­ბი­ლი?

- ხე­ზე აძ­რო­მა.

- ინ­გ­ლის­ში მდე­ბა­რე ეს უნი­კა­ლუ­რი სა­მე­ფო რე­ზი­დენ­ცია 600 ოთა­ხის­გან შედ­გე­ბა და მას­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი, მსოფ­ლი­ოს მრა­ვა­ლი ცნო­ბი­ლი მუ­ზე­უ­მის­თ­ვი­საც კი დი­დი ფუ­ფუ­ნე­ბაა. რო­მელ სა­სახ­ლე­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლეზე.

- ნე­ლის მა­მას 5 ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს. პირ­ველს ჰქვია ნი­ნო, მე­ო­რეს - ნა­ნა, მე­სა­მეს - ანა, მე­ოთხეს - ნა­ტო. რა ჰქვია მე­ხუ­თეს?

- ნე­ლი ჰქვია.

- თუ ის კარ­გია, ქა­ფი 3 წუთ­ზე ად­რე არ უნ­და უქ­რე­ბო­დეს, უნ­და შედ­გე­ბო­დეს პა­ტა­რა ბუშ­ტუ­კე­ბის­გან, მი­სი არო­მა­ტი უფ­რო საგ­რ­ძ­ნო­ბია, რო­ცა ის ცი­ვია. რა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ლუდ­ზე.

- რი­სი ში­შია ჩე­რო­ფო­ბია?

- არ ვი­ცი.

- გარ­თო­ბის. ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლი მი­ლი­არ­დე­რი ჯონ როკ­ფე­ლე­რი ახალ­გაზ­რ­დო­ბა­ში ამ­ბობ­და: 2 დი­დი სურ­ვი­ლი მაქვს, - გა­მო­ვი­მუ­შაო მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და ვი­ცოცხ­ლო 100 წე­ლი­წა­დი. აის­რუ­ლა თუ არა მან ორი­ვე სურ­ვი­ლი?

- აის­რუ­ლა.

- ცდე­ბი, ის 98 წლის გარ­და­იც­ვა­ლა. რუს მწე­რალს, ან­ტონ ჩე­ხოვს ფა­ნე­ბის საკ­მა­ოდ დი­დი არ­მია ჰყავ­და, რას ეძახ­დ­ნენ მათ?

- არ ვი­ცი.

- "ან­ტო­ნოვ­კებს". "თუ მო­გატყუ­ე­ბენ, თქვენც ეცა­დეთ, რომ უფ­რო მაგ­რად მო­ატყუ­ოთ", - საფ­რან­გე­თის რო­მე­ლი მე­ფე არი­გებ­და თა­ვის ელ­ჩებს ამ სიტყ­ვე­ბით?

- ვაა! რა ჯი­გა­რი ყო­ფი­ლა. მა­გათ ხომ ბევ­რი ლუ­დო­ვი­კო ჰყავ­დათ.

- ამ სიტყ­ვე­ბის ავ­ტო­რი არის ლუ­დო­ვი­კო XV. რო­გორ მოძ­რა­ო­ბენ პლა­ნე­ტე­ბი - სა­ა­თის ის­რის თუ სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით?

- პრო­ფე­სი­ით ას­ტ­რო­ნო­მი ვარ. სა­ა­თის ის­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბენ.

- და რო­მე­ლი პლა­ნე­ტაა გა­მო­ნაკ­ლი­სი?

- ეგ არ მახ­სოვს.

- ვე­ნე­რა. რა ემარ­თე­ბა ადა­მი­ა­ნის თვა­ლის გუ­გას, რო­ცა პი­როვ­ნე­ბა რა­მე სა­ინ­ტერ­ე­სოს ის­მენს?

- ფარ­თოვ­დე­ბა, არა?

- დი­ახ. და­ა­სა­ხე­ლე როკვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი, რო­მე­ლიც სცე­ნა­ზე და­ა­პა­ტიმ­რეს.

- მი­მა­ნიშ­ნე, გთხოვ.

- ჟგუფ "დორ­სის" სო­ლის­ტი იყო.

- ჯიმ მო­რი­სო­ნი. მარ­თა­ლია?

- დი­ახ. რით არის გა­მორ­ჩე­უ­ლი ჩი­ტი კო­ლიბ­რი?

- პა­ტა­რაა, საყ­ვა­რე­ლია და მსმე­ნია, "ზად­ნით" დაფ­რი­ნავ­სო.

- და­ა­სა­ხე­ლე სო­ფე­ლი, რო­მე­ლიც ევ­რო­პის მას­შ­ტა­ბით ყვე­ლა­ზე მაღ­ლა მდე­ბა­რე­ობს.

- ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- ეს სო­ფე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­შია...

- (მაწყ­ვე­ტი­ნებს) უშ­გუ­ლი.

- ბავ­შ­ვო­ბა­ში მას ეძახ­დ­ნენ "ან­გე­ლოზს მოხ­რი­ლი ფე­ხე­ბით". შემ­დეგ კი სპორ­ტის ერთ-ერთ სა­ხე­ო­ბა­ში გა­ით­ქ­ვა სა­ხე­ლი. და­ა­სა­ხე­ლე, ვინ არის ეს პი­როვ­ნე­ბა.

- გა­რინ­ჩა.

- აზი­ის ბევრ სას­ტუმ­რო­ში მა­სა­ჟის­ტე­ბად ბრმე­ბი აჰ­ყავთ. რა­ტომ?

- კლი­ენ­ტებ­მა რომ არ და­ი­მორ­ცხ­ვონ.

- არა­ბე­თის ქვეყ­ნებ­ში მა­მა­კა­ცე­ბი გრძელ თა­ვი­სუ­ფალ თეთრ ტან­საც­მელს ატა­რე­ბენ, ქა­ლე­ბი კი - შავ სა­მოსს. არა­ბე­ბის თვალ­თა­ხედ­ვით, რა­ტომ უნ­და ატა­რებ­დეს ქა­ლი მხო­ლოდ შავ სა­მოსს?

- მა­გათ­სას რას გა­ი­გებ.

- ისი­ნი თვლი­ან, რომ ქა­ლი მა­მა­კა­ცის აჩ­რ­დი­ლია. X სა­უ­კუ­ნე­ში ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რა­ტორ­მა დახ­მა­რე­ბის­თ­ვის და­ვით კუ­რა­პა­ლატს მი­მარ­თა. ვინ მე­თა­უ­რობ­და ბი­ზან­ტი­ა­ში გაგ­ზავ­ნილ ჯარს?

- თორ­ნი­კე ერის­თა­ვი.

- რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში გარ­და­იც­ვა­ლა ბა­ი­რო­ნი?

- არ მახ­სოვს.

- სა­ბერ­ძ­ნეთ­ში. ის პირ­ვე­ლად გვხვდე­ბა ძველ ეგ­ვიპ­ტე­ში, მი­სი ტა­რე­ბა ფა­რა­ონ­თა და მათ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბის პრი­ვი­ლე­გია იყო. ძველ სა­ბერ­ძ­ნეთ­ში კი ნე­ბა­დარ­თუ­ლი იყო ყო­ვე­ლი ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის, მო­ნე­ბის გარ­და. რა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- არ ვი­ცი.

- ფეხ­საც­მელ­ზე. სა­მე­ფო არ­წი­ვი მთელ ცხოვ­რე­ბას 1 პარ­ტ­ნი­ორ­თან ატა­რებს. კი­დევ რას არ იც­ვ­ლის იგი სი­ცოცხ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში?

- ბუ­დეს.

- "მე რომ და­ვი­ბა­დე, დღე იდ­გა ქუ­ში,/ იმე­რეთს ხა­ტავ­და ტყემ­ლე­ბის ფუნ­ჯი,/ ბე­დი ცვა­ლე­ბა­დი დამ­ყ­ვა მარ­ტი­ვით,/ ბე­დი ერ­თ­დ­რო­უ­ლად რთუ­ლიც, მარ­ტი­ვიც"... - ვინ არის ამ სტრო­ფის ავ­ტო­რი?

- ვერ ვიხ­სე­ნებ.

- შო­თა ნიშ­ნი­ა­ნი­ძე. რო­მე­ლი ოჯა­ხის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან: ლო­მე­ბი, ლე­ო­პარ­დე­ბი, ვეფხ­ვე­ბი?

- კა­ტი­სებ­რ­თა ოჯა­ხის.

- ეს ხე აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ის ბი­ნა­და­რია, დღე-ღა­მე­ში 60-70 სან­ტი­მეტრით იზ­რ­დე­ბა. 100 წლამ­დე ცოცხ­ლობს და სი­ცოცხ­ლე­ში მხო­ლოდ ერ­თხელ ყვა­ვის...

- (მაწყ­ვე­ტი­ნებს) ბამ­ბუ­კი.

- რა ერ­ქ­ვა ავა­ზაკს, რო­მე­ლიც იესო ქრის­ტეს დას­ჯის სა­ნაც­ვ­ლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს?

- ბა­რა­ბა.

- რა ჰქვია ნავს, რომ­ლი­თაც ვე­ნე­ცი­ის არ­ხებ­ში და­ცუ­რა­ვენ?

- გონ­დო­ლა.

- "ა­პა­ტი­ეთ, მაგ­რამ არ და­ი­ვიწყოთ" - ვინ არის ამ გა­მო­ნათ­ქ­ვა­მის ავ­ტო­რი?

- ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- კე­ნე­დი. ბერ­ძ­ნუ­ლი მი­თო­ლო­გი­ის მი­ხედ­ვით, რა ერ­ქ­ვა ყმაწ­ვილს, რო­მელ­მაც უნებ­ლი­ეთ საყ­ვა­რე­ლი ირე­მი მოკ­ლა და დარ­დის­გან ხედ იქ­ცა?

- არ ვი­ცი.

- კვი­პა­რო­სი. ფრენ­სის ბე­კო­ნი ამ­ბობ­და: "ფუ­ლი კარ­გი მსა­ხუ­რია, მაგ­რამ ცუ­დი ბა­ტო­ნი". რის გა­მო და­ითხო­ვეს იგი სა­ხელ­მ­წი­ფო სამ­სა­ხუ­რი­დან?

- ფუ­ლი მო­ი­პა­რა.

- მი­სი და­ნა­შა­უ­ლი ქრთა­მის აღე­ბა იყო. ჭო­რო­ხი, მტკვა­რი, ენ­გუ­რი, თერ­გი - ამ მდი­ნა­რე­ე­ბი­დან რო­მე­ლი მი­ე­დი­ნე­ბა მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე?

- ენ­გუ­რი.

- რა ჰქვია ბრიყ­ვუ­ლად გა­წე­ულ სამ­სა­ხურს, რო­მელ­საც გან­ზ­რა­ხუ­ლი სი­კე­თის ნაც­ვ­ლად, ზი­ა­ნი და უსი­ა­მოვ­ნე­ბა მოს­დევს? ეს გა­მოთ­ქ­მა მას შემ­დეგ გაჩ­ნ­და, რაც კრი­ლო­ვის იგავ-არა­კი "დათ­ვი და მე­უ­დაბ­ნო­ე" გა­მოქ­ვეყ­ნ­და.

- დათ­ვუ­რი სამ­სა­ხუ­რი.

- რა ჰქვია ძვირ­ფა­სი ქვე­ბის წო­ნის ერ­თე­ულს?

- კა­რა­ტი.

- რა­ტომ ატა­რებ­და იული­უს კე­ი­სა­რი დაფ­ნის გვირ­გ­ვინს?

- ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- სი­ქაჩ­ლის და­სა­ფა­რა­ვად. და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლე ოს­კარ უაილ­დის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი: "ა­რას­დ­როს შე­იყ­ვა­როთ ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თქვენ მო­გეპყ­რო­ბათ, რო­გორც..."

- ვერ და­ვას­რუ­ლებ.

- "...რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ანს".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება