"კა­ცის გუ­ლის მო­სა­გე­ბად საჭ­მე­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა არ დამ­ჭირ­ვე­ბი­ა"

"კა­ცის გუ­ლის მო­სა­გე­ბად საჭ­მე­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა არ დამ­ჭირ­ვე­ბი­ა"

მსა­ხი­ო­ბი ნა­ტა ზარ­ნა­ძე მა­ყუ­რე­ბელ­მა ღა­მის შო­უს სე­რი­ალ "ჩვე­ნი ამ­ბა­ვი­დან" გა­იც­ნო. ნა­ტა თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მე­რის, ვა­ნო ზო­დე­ლა­ვას რძა­ლი­ა, თუმ­ცა არ სურს ამ კუთხ­ით გა­იც­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და მა­მა­მთილ­ზე სა­უ­ბარს ყო­ველ­თვის ერი­დე­ბა.

- 2006 წელს და­ვამ­თავ­რე თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, მე­რე გავ­თხოვ­დი და ძი­რი­თა­დად ბავ­შვე­ბის აღ­ზრდით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი. ახ­ლა­ხან და­ვამ­თავ­რე მა­გის­ტრა­ტუ­რა სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბით. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სი­ა­ა. მყავს ორი შვი­ლი, გო­გო და ბი­ჭი. ვფიქ­რობ, კარ­გი მე­უღ­ლე ვარ, ძა­ლი­ან კარგ კერ­ძებს ვამ­ზა­დებ (ი­ცი­ნის). გა­თხო­ვე­ბამ­დე კუ­ლი­ნა­რი­ის­თვის დრო არ მრჩე­ბო­და, გათხ­ო­ვე­ბის მე­რე კი აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ თურ­მე ეს სფე­რო სა­ინ­ტე­რე­სოა და კარ­გა­დაც გა­მომ­დის. გურ­მა­ნი ვარ და კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს.

- ამ­ბო­ბენ, კა­ცის გუ­ლის მო­გე­ბა კარ­გი კერ­ძე­ბი­თაც შე­იძ­ლე­ბა­ო, ეთან­ხმე­ბი ამ მო­საზ­რე­ბას?

- მე ამის გა­რე­შე მო­ვი­გე კა­ცის გუ­ლი, საჭ­მე­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა არ დამ­ჭირ­ვე­ბია (ი­ცი­ნის). ექ­ვსი თვე ვი­ყა­ვით მე და ჩე­მი მე­უღ­ლე შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი, ამის შემ­დეგ შევ­ქმე­ნით ოჯა­ხი.

- მარ­თლა ვა­ნო ზო­დე­ლა­ვას რძა­ლი ხარ?

- დი­ახ, ვა­ნო ზო­დე­ლა­ვა ჩე­მი მა­მამ­თი­ლი­ა, ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ არ მინ­და ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი.

- სა­ნამ "ჩვენ ამ­ბავ­ში" მოხ­ვდე­ბო­დი, რას საქ­მი­ა­ნობ­დი?

- 14 თე­ბერ­ვალს გა­მო­ვა ფილ­მი - "თბი­ლი­სი ჩე­მი ქა­ლა­ქი­ა", სა­დაც მალ­კომ მაკ­და­უ­ელ­თან ერ­თად ვი­თა­მა­შე და ამით ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ. მაკ­და­უ­ე­ლი ჩემ­თვის ჰო­ლი­ვუდ­თან, კარგ კი­ნოს­თან ასო­ცირ­დე­ბა, თა­ვი ზღა­პარ­ში მე­გო­ნა, რად­გან ერ­თობ­ლი­ვი სცე­ნე­ბი გვქონ­და... "ღა­მის შო­უს" სტუ­დი­ა­ში ძა­ლი­ან უშუ­ა­ლო და მე­გობ­რუ­ლი ხალ­ხი მუ­შა­ობს. მათ კას­ტინ­გებ­ში წლე­ბის წი­ნაც მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ჯერ კი­დევ მა­შინ, რო­ცა "შუა ქა­ლა­ქის" გა­და­ღე­ბა და­იწყ­ეს. ძა­ლი­ან დი­დი კომ­ფორ­ტია "ღა­მის შო­უ­ში" მუ­შა­ო­ბა. გარ­და ამი­სა, გა­და­ღე­ბუ­ლი ვარ სა­რეკ­ლა­მო რგო­ლებ­შიც.

- ალ­ბათ დი­დი ძა­ლის­ხმე­ვა გი­წევთ თი­თო­ე­უ­ლი სე­რი­ის მო­სამ­ზა­დებ­ლად, კონ­კუ­რენტ არ­ხზე ძალ­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი "ჩე­მი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" გი­წევთ კონ­კუ­რენ­ცი­ას...

- ეგ სე­რი­ა­ლი დი­დი ხა­ნია გა­დის ეთერ­ში, იც­ნობს მა­ყუ­რე­ბე­ლი, ჰყავს თაყ­ვა­ნის­მცე­მ­ლე­ბი, ჩვენს სე­რი­ალს მა­ყუ­რებ­ლის გუ­ლის მო­საგე­ბად ცო­ტა დრო სჭირ­დე­ბა.

- შე­ნი პერ­სო­ნა­ჟი ქე­თი გგავს?

- ქე­თი ზედ­მე­ტად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი­ა, მე ასე­თი პე­დან­ტი არ ვარ. ის იუ­რის­ტი­ა, მე კი ამ პრო­ფე­სი­ის­გან შორს ვდგა­ვარ, ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია იუ­რის­ტო­ბა; ის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა, მე უფ­რო მხი­ა­რუ­ლი ვარ. არ ვი­ცი, რო­გორ მო­ვიქ­ცე­ო­დი, გვერ­დით ისე­თი­ვე უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ადა­მი­ა­ნი რომ მყო­ლო­და, რო­გო­რიც ჩემს პერ­სო­ნაჟს ჰყავს, მაგ­რამ რო­ცა გიყ­ვარს, ალ­ბათ ყვე­ლა­ფერს აპა­ტი­ებ და მი­ი­ღებ მის­გან. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა არ გა­მო­მიც­დი­ა.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება