289 ფილმი მთავარ ნომინაციაში "ოსკარის" პრეტენდენტია

289 ფილმი მთავარ ნომინაციაში "ოსკარის" პრეტენდენტია

ამერიკული კინოაკადემიის პრემია "ოსკარის" კომიტეტმა 289 ფილმი გამოაქვეყნა, რომლებიც მთავარ ნომინაციაში "საუკეთესო მხატვრული ფილმი" იბრძოლებენ. სია კინოაკადემიის საიტზეა ხელმისაწვდომი.

პრემიის გადაცემის 86-ე ცერემონიის ნომინანტების მოკლე სიას კინოაკადემია 2014 წლის 16 იანვარს გამოაქვეყნებს. თავად ცერემონია 2 მარტს ჩატარდება და ტელეარხ ABC-ზე გაშუქდება.

16 დეკემბერს ნომინაციაში "საუკეთესო გრიმი" "ოსკარის" პრეტენდენტების სია გასაჯაროვდა. მასში შვიდი ფილმი შევიდა "აფერა ამერიკულად", "დალასის მყიდველთა კლუბი", "დიდი გეტსბი", "კუდიანებზე მონადირეები", "მშიერი თამაშები: ცეცხლის ალში", "აუტანელი ბაბუა" და "მარტოხელა რეინჯერი".

"ოსკარზე" ნომინაციაში "საუკეთესო მუსიკა" – 114 საუნდტრეკია ნომინირებული.

ამერიკულმა კინოაკადემიამ ასევე ნომინაციაში "საუკეთესო სიმღერა" 75 პრეტენდენტი დაასახელა, მათ შორის სიმღერები კინოფილმებიდან "ოსტინლენდ" (Austenland),"საზიზღარი მე -2" (Despicable Me 2), "დიდი გეტსბი" (The Great Gatsby), "ის" (Her) " ჰობიტი: სმაუგის სიცარიელე" (The Hobbit: The Desolation of Smaug), "მონობის 12 წელი" (12 Years a Slave).

მათგან კინოფილმ "დიდი გეტსბიდან" ხუთი სიმღერაა: 100$ Bill, A Little Party Never Killed Nobody, Over The Love, Together, Young and Beautiful.

ნომინაციაში ერთი ფილმიდან ორზე მეტ სიმღერას არ შეუძლია პრეტენდენტი იყოს. ფინალისტი სიმღერების ხუთეულს 2014 წლის 16 იანვარს გამოაცხადებენ.

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება