ცხოველთა დამცველები სკორსეზეს აუმხედრდნენ - მან შიმპანზეს "ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა"

ცხოველთა დამცველები სკორსეზეს აუმხედრდნენ - მან შიმპანზეს "ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა"

ორგანიზაციამ - "ცხოველების მეგობრები" საზოგადოებას მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმის "უოლ-სტრიტის მგელის" ბოიკოტისკენ მოუწოდა. ცხოველთა დამცველების კრიტიკა დაკავშირებილია "შინპანზესთვის მიყენებულ ფსიქოლოგიურ ტრავმასთან, რომელსაც კოსტუმი ჩააცვეს და გორგოლაჭებზე სრიალი აიძულეს".

სკორსეზეს ახალი შავი კომედიის პრემიერა, ნიუ-იორკში 17 დეკემბერს გაიმართა. სურათი "უოლ-სტრიტის მგელი" ცნობილი ფინანსისტის, ჯორდან ბელფორტის მემუარების მიხედვითაა გადაღებული, რომლის როლს ლეონარდო დი კაპრიო ასრულებს.

"ცხოველების მეგობრების" ნიუ-იორკის განყოფილების დირექტორის ედიტ ბერნკრანტის აზრით, ფილმში გადაღებებმა შიმპანზე ჩანსის ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენა, რომელიც მომავალში პესიმისტურ და ნერვიულ ქცევაში გამოიხატება.

ბარნკრანტი საკუთარ ფსოქოანალიზში ტეხასის ცხოველების თავშესაფარ Primarily Primates-ის გამოცდილებას ეყრდნობა, რომლის მიხედვით, ბევრი შიმპანზე ადრე შოუ-ბიზნესში გამოიყენებოდა. თავშესაფრის თანამშრომლების თქმით, მათგან ზოგიერთი, კინოკამერის დანახვისას შეშინებული გარბის, სხვები ნერვიულობას იწყებენ.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება