მადამ ტუსოს მუზეუმში ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ახალი ფიგურები წარმოადგინეს

მადამ ტუსოს მუზეუმში ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ახალი ფიგურები წარმოადგინეს

მადამ ტუსოს მუზეუმში ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განახლებული ფიგურები წარმოადგინეს. ექსპონატები მუზეუმს 300 000 ფუნტი სტერლინგი დაუჯდა: მასზე სკულპტორების, კოლორისტების, ვარცხნილობისა და მაკიაჟის ოსტატების გუნდი მუშაობდა. "ანჯელინა ჯოლი" საზოგადოების წინაშე მისი საყვარელი ღრმად შეხსნილი საღამოს კაბითა და წითელი პომადით წარსდგა,  ხოლო "ბრედ პიტი" სმოკინგითა და ჰალსტუხით.

მადამ ტუსოს მუზეუმის პრეს-მდივანმა ნიკოლ ფენერმა განაცხადა, რომ "ახალი" ვარსკვლავური წყვილი წვეულებების დარბაზში სხვა ვარსკვლავებთან ერთად იქნება წარმოდგენილი. "ცვილის წყვილი" ბრედის საუკეთესო მეგობრის, ჯორჯ კლუნის, ასევე მორგან ფრიმანის, კეიტ უინსლეტის, დენიელ კრეიგის და ჰელენ მირენის გარემოცვაში იქნება.

ნიკოლი მოყვა, რომ ბრედისა და ანჯელინას ექსპონატები, რომლებიც რვა წლის წინ დაამზადეს, მუზეუმში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. წელს კი ბრედის 50 წლის იუბილისთვის ახალი ექსპონატების დამზადება გადაწყდა.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება