ავღანეთში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, 6 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა

ავღანეთში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, 6 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ამერიკელი სამხედროების დაღუპვის გამო აშშ-ის მთავრობას სამძიმარს უცხადებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ამერიკელი სამხედროების დაღუპვის გამო.

"თავდაცვის სამინისტრო ავღანეთის სამხრეთ ნაწილში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ნატო-ს კოალიციური ძალების ექვსი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო აშშ-ის მთავრობას სამძიმარს უცხადებს.

საქართველოს თავდაცვის უწყება უსამძიმრებს დაღუპული გმირების ოჯახებს და ამერიკელ ხალხს.

საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფაში მათ მიერ შეტანილი წვლილი შეუფასებელია", - ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ, ავღანეთში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, ნატო-ს კოალიციური ძალების ექვსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე