ეკა ჯამაგიძეს ფინანსურად კრიზისული პერიოდი არასდროს ჰქონია

	 ეკა ჯამაგიძეს ფინანსურად კრიზისული პერიოდი არასდროს ჰქონია

''ჩემი ცოლის დაქალების'' მსახიობი ეკა ჯამაგიძე წელს პირველად ხვდება ახალ წელს საკუთარ ბინაში, ამ დღესასწაულთან დაკავშირებული ყველანაირი სამზადისი უკვე დასრულებული აქვს და როგორც თავად ამბობს, ფასდაკლებებზე საშოპინგოდ ფულიც აღარ რჩება ხოლმე. როგორც მსახიობმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ფულის შეგროვება არ შეუძლია, როცა აქვს, ხარჯავს.

- ფილმში ''ჩემი ცოლის დაქალი კინოში'' , შენც ხარ დაკავებული?

- არა, რადგან ფილმში მირიან ბარათეონი იღებს ფილმს, რომელშიც მთავარი გმირი იქნება კატო, აქედან გამომდინარე ჩვენ, ოფისის გოგონები, ამ ფილმში არ ვართ დაკავებული.

- გული არ დაგწყდათ?

- რა თქმა უნდა, ჩვენც რომ მოვხვედრილიყავით ამ ფილმში, კარგი იქნებოდა, მაგრამ...

- სერიალში რჩებით?

- კი, ჯერჯერობით არანაირი ცვლილება არ იგეგმება, მაგრამ ამ ბოლო დროს სცენარი ისე ვითარდება, რომ ძველებური სიხშირით აღარ გვეძახიან გადაღებებზე, უკვე კარგა ხანია, სამუშაოდ არ ვყოფილვარ.

- ეკა, ახალი წელი მოდის, უკვე დაიწყე მომზადება ამ დღესასწაულისთვის?

- საერთოდ, დღესასწაულებიდან ყველაზე მეტად ახალი წელი და აღდგომა მიყვარს, ბოლო 5 წელია, ახალ წელს საქართველოში არ შევხვედრივარ, მოსკოვში ვიყავი ხოლმე, წელს კი თბილისში ვრჩები და ვემზადები ამ ღამისთვის, თან ეს პირველი ახალი წელი იქნება ჩემს სახლში და განსაკუთრებულად ველი, ნაძვის ხე ჯერ არ ამიწყვია, ბარბარობას დავდგამ.

- როგორც წესი, საახალწლო სამზადისი საკმაოდ დიდ ფინანსებს უკავშირდება, ამასთანავე გვთავაზობენ ფასდაკლებებსაც, თუ იყენებ ხოლმე ამ შანსს?

- არა, რადგან სანამ ფასდაკლებები დაიწყება, მანამდე ვყიდულობ ხოლმე საჭირო ნივთებს და მერე თანხა აღარ მრჩება. მაღაზიაში რომ შევალ და კაბა მომეწონება, ფასდაკლებას ვერ დაველოდები. მირჩევნია, ადრე მოვემზადო და წინასწარ მქონდეს გათვლილი ყველაფერი, ვიდრე ბოლო დღეებში დავიწყო სირბილი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება