ეკა ანდრონიკაშვილი არისტოკრატ მამაკაცს ელოდება

ეკა ანდრონიკაშვილი არისტოკრატ მამაკაცს ელოდება

მსახიობი ეკა ანდრონიკაშვილი პროექტ ''ერთი-ერთში'' მონაწილეობაზე დიდხანს ფიქრობდა, სიმღერა არ გამოსდის და ამის გამო ჟიურის წევრებისგან ხშირად დაბალ ქულებს იღებს. მიუხედავად ამისა, არ ნანობს, რომ პროექტში მონაწილეობს. რადგან, როგორც მსახიობს, ასე მოკლე დროში არ ექნებოდა იმის საშუალება, რომ რამდენიმე პერსონაჟი განესახიერებინა. გასულ კვირას ეკას ''ერთი ერთში'' დაწყებამდე შევხვდით.

- ყველაზე კარგად თავი მერილინ მონროს განსახიერებისას ვიგრძენი, თუმცა თავიდან რომ ვიწყებდე, ახლა სხვანაირად მივუდგებოდი და სხვანაირად ვისიამოვნებდი ამ გარდასახვით. ბევრი ვინერვიულე და ეს ხელს მიშლიდა. ჩემი რადიკალური გარდასახვა, რა თქმა უნდა, იყო აფრიკ სიმონი. ჩემი მეგობარი გვერდით მედგა და ვერ მიხვდა, რომ მე ვიყავი. ყველაზე რთული ჩემთვის ეს იყო.

- ''ერთი ერთშის'' მონაწილეები ხშირად აღნიშნავენ, რომ ჟიურის შეფასებით კმაყოფილები არ არიან.

- არამარტო მონაწილეები ვამბობთ ამას. მაყურებელი ''ფეისბუქზე'' ხშირად მწერს, რომ შოუს სუსტი წერტილი არის ჟიური.

- თქვენ რატომ ეთანხმებით ამ მოსაზრებას? ფიქრობთ, რომ დაბალ შეფასებებს არ იმსახურებთ?

- ჩემიდან გამომდინარე არ ვამბობ. არათანაბარ ბრძოლაში ვარ. ყველა მომღერალია და მხოლოდ მე ვარ მსახიობი. ვერანაირად ვერ გავუწევ სიმღერაში კონკურენციას დანარჩენებს. ამას მე თავადაც ვამბობ. არსებობს ვერსია, რომ მონაწილეთა პედაგოგები არ უნდა იყვნენ ჟიურიში, ამ მოსაზრებას ვეთანხმები. თანაც, როცა ასეთ პროექტში უცხოენოვანი ჟიური ზის, მან კარგად უნდა იცოდეს არამცთუ ქართველი და რუსი მომღერლები, არამედ ძველი თაობის შემსრულებლებიც. მათ კი არ იციან. ჟიურის ასეთი წევრი რომ ვყოფილიყავი, თუნდაც გადაცემის წინა დღეს დავჯდებოდი და ''იუთუბზე'' მაინც შევხედავდი ვიდეოებს. უფრო კომპეტენტური და საინტერესო ჟიურის დასმა შეიძლებოდა. მონაწილეებს გვიჭირს, რადგან თითქმის ყოველთვის ქართული და რუსული სიმღერა ვარდება.

- გაუჭირდათ პროექტზე თქვენი დათანხმება?

- სამი კვირა ვფიქრობდი, მიმეღო თუ არა პროექტში მონაწილეობა. მოვითხოვე ვოკალის პედაგოგი, რომელიც შემამოწმებდა და საკუთარ თავზე აიღებდა პასუხისმგებლობას. შემამოწმა და თქვა, სმენა აქვს და მოახერხებს მონაწილეობის მიღებასო. ამ პროექტში რომ ვარ, მთლად ჩემი ბრალი არ არის, კარგი იქნებოდა, ჩემ გარდა პროექტში კიდევ რამდენიმე მსახიობი ყოფილიყო. მაშინ უფრო საინტერესო იქნებოდა. ამ შემთხვევაში თეთრი ყვავივით არ ვიქნებოდი. თუმცა არ ვნანობ, რომ დავთანხმდი, რადგან მსახიობს ძალიან იშვიათად აქვს ამის შესაძლებლობა, ასე ხშირად გარდაისახოს. ამან ყველაზე მეტად მომხიბლა. გარდა ამისა, უზარმაზარ გამოცდილებას ვიღებ. მივიჩნევ, რომ ვოკალურადაც გავიზარდე, რეპეტიციებმა თავისი გააკეთა. სარგებლის მეტი არაფერი მოუცია. კარგი შოუა, მთელი ზაფხული პროექტის რუსულ ვერსიას ვუყურებდი და ძალიან მომწონდა. ყველა შოუს შორის, რაც ჩვენთან გასულა, ყველაზე მეტად მომწონს. აქედან გამომდინარე წავედი რისკზე და მივიღე მონაწილეობა. მიმაჩნია, რომ ჩემს გამოსვლებს ძალიან კრიტიკულად არ უნდა მივუდგე. გასართობი შოუა.

- შოუ ალბათ იმითაც არის საინტერესო, რომ პროექტს არავინ ტოვებს.

- ასე რომ არ ყოფილიყო, მე ალბათ მეორე საკონკურსო დღესვე დავტოვებდი პროექტს. შოუ გაძლევს იმის საშუალებას, რომ მაყურებელს კარგი კუთხით დაანახვო თავი.

- რას ფიქრობენ თქვენს სიმღერაზე ოჯახის წვერები?

- მეგობრები და ოჯახის წევრები, რასაკვირველია, მგულშემატკივრობენ. ჩემი შვილი, ლუკა ნაკაშიძე, სამი თვე ბერლინში იყო და ბერლინშიც ნახულობდა ჩემს გამოსვლებს. აფრიკ სიმონი რომ ვიყავი და ჩემი პორტრეტი დავდე წარწერით დედაშენი, მიაწერა, სიგიჟეაო. დედის მაგივრად აფროამერიკელი კაცი უყურებდა და ვერ დაიჯერა, რომ მე ვიყავი. ოჯახის წევრებს უხარიათ, რომ ავმღერდი და ასეთ კარგ პროექტში ვმონაწილეობ. თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ დამკარგეს. პრაქტიკულად, მთელი დღეები სახლიდან ვარ გამოსული.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება